ჩვენი პასუხისმგებლობა

დახმარება ტანზანიისათვის: განათლება ხსნის მომავლის პერსპექტივას

„ახლოს მისვლით უკეთესად შეძლებ დახმარებას“: ფირმის ეს დევიზით ვიორვაგ ფარმას სოციალური ჩართულობის საფუძველსაც წარმოადგენს. ფირმა არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პიროვნული ჩართულობითაც ახორციელებს დახმარების პროექტების ხელშეწყობას აფრიკაში. ამასთან მნიშვნელოვანია: ხელშეწყობის პროექტთან და ადგილობრივებთან „ახლოს“ ყოფნა, რათა შესაძლებელი იყოს დახმარების უკეთესად გაწევა. 

Gesundheitsthemen

1997 წლიდან ჩვენ ტანზანიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, ვახორციელებთ ჰერუნტერის (Moravian Church) მისიონერული დახმარების სხვადასხვა პროექტებს. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პროფესიული სასწავლებლების შექმნის პროექტები: სამხრეთ ტანზანიის პატარა ქალაქში ნამტუმბო შესაძლებელი იყო მორავიელ ძმათა პროფესიული სასწავლო ცენტრის გახსნა, რომლის მშენებლობის ხარჯების ძირითადი ნაწილიც ვიორვაგ ფარმამ დაფარა. ამის შედეგად ნამტუმბოში ახალგაზრდებს შეუძლიათ დაეუფლონ მკერავის, დურგლის, ელექტრიკოსის ან კომპიუტერის სპეციალისტის პროფესიებს - რაც მათი დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების შანსია.

ამ მაგალითზე დაფუძნებით 60 კილომეტრით დაშორებულ სონგეაში უკვე 2013 წელს დაფუძნდა საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ამჟამად 62 ახალგაზრდა ეუფლება პროფესიას. პირველმა კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდა. და 2016 წლის დეკემბერში - სამხრეთ ტანზანიის სოფელ კაკოზიში - შესაძლებელი გახდა მომდევნო პროფესიული სასწავლებლის გახსნა. მოსწავლეები აქაც იღებენ განათლებას, რომელიც მათ მომავის პერსპექტივას უხსნის და მთლიან რეგიონს ეკონომიკურად აძლიერებს.