ბიოფაქტორები - მნიშვნელოვანი ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმისთვის

თემის მიმოხილვა

რა არის ბიოფაქტორები?

ბიოფაქტორები ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებებია, რომელიც საჭიროა მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მათ მიეკუთვნება: ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები, როგორიცაა მაგნიუმი, თუთია ან რკინა, ასევე ვიტამინების მსგავსი ნივთიერებები (მაგ. ალფა ლიპოის მჟავა ან კოენზიმი Q10), ამინომჟავები, ცხიმოვანი მჟავები და მცენარის მეორადი ექსტრაქტები. ორგანიზმს შეუძლია ზოგიერთი მათგანის წარმოქმნა, თუმცა უმეტესი ნაწილი მიღებულ უნდა იქნას საკვებთან ერთად. ამ უკანასკნელებს ასევე უწოდებენ აუცილებელ ბიოფაქტორებს. მაღალი კონცენტრაციის დროს, ზოგიერთ ბიოფაქტორს შეიძლება ჰქონდეს თერაპიული ეფექტი, რითაც ფარმაცევტულ თვისებებს იძენს.

რა გავლენას ახდენენ ბიოფაქტორები ორგანიზმზე?

ბიოფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში და ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლური პროცესების  შეუფერხებლად წარმართვას. ამიტომ, კვების ასოციაციები ადგენენ საკონტროლო მაჩვენებლებს, რაც ხელს შეუწყობს სწორ მეტაბოლიზმს. მაგალითად, რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოებისთვის და შესაბამისად, ჩვენი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგებისთვის. ვიტამინი C ეხმარება რკინის შეწოვას ჩვენი საკვებიდან, მონაწილეობს ჭრილობების შეხორცებაში და არის ანტიოქსიდანტი. ზოგიერთი ბიოფაქტორი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას სხვადასხვა გზით. ვიტამინი D (რომელიც, სხვათა შორის, არის ერთდროულად ვიტამინიც და ჰორმონიც) ორგანიზმში მზის სხივების დახმარებით წარმოიქმნება, ეხმარება ნაწლავებს კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის შეწოვაში - ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ მრავალი ფუნქციიდან, რაც მას ორგანიზმში აქვს.  ამ გზით ვიტამინი D საშუალებას აძლევს ამ ბიოფაქტორებს დაასრულონ თავიანთი მნიშვნელოვანი ამოცანები ჩვენი ძვლების წარმოქმნაში. ჩვილებს, ზრდის პროცესის  გამო შედარებით უფრო დიდი მოთხოვნილება აქვთ D ვიტამინზე. B ვიტამინები, როგორიცაა ვიტამინი B12, ბენფოთიამინი (ცხიმში-ხსნადი თიამინის წინამორბედი), ვიტამინი B6 და ფოლიუმის მჟავა, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ნერვის ფუნქციებსა და რეგენერაციაზე, ისევე როგორც ჯანმრთელი მეტაბოლური მდგომარეობის შენარჩუნებაზე, ენერგიის მიწოდებასა და სისხლის ფორმირებაზე.

როგორ გამოვლინდება ბიოფაქტორების დეფიციტი?

თუ ორგანიზმს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიეწოდება ბიოფაქტორების არასაკმარისი რაოდენობა, ორგანიზმის მნიშვნელოვანი პროცესები შეფერხებით მიმდინარეობს.   იმისდა მიხედვით, თუ რომელი ვიტამინის ან მინერალის უკმარისობაა, ხშირად ვითარდება დეფიციტის არასპეციფიკური სიმპტომები. მაგალითად, რკინის დეფიციტი (განსაკუთრებით ხშირია ქალებში) ვლინდება: სიფერმკრთალით, კანკალით და ზოგადი სისუსტით.  ბევრ დაავადებულ ადამიანში მაგნიუმის დეფიციტი იწვევს ღამის, წვივის კუნთების კრუნჩხვებს, კუნთების მტკივნეულ დაძაბულობას, ნერვულ აღგზნებადობას ან თუნდაც არითმიასა და ჰიპერტონიას. D ვიტამინის უკმარისობა შეიძლება მრავალნაირად გამოვლინდეს, ორგანიზმზე მისი ფართო ზეგავლენისა და მისი ჰორმონალური ეფექტის გამო.

ბიოფაქტორების დეფიციტის პირველი ნიშნები ყოველთვის არასპეციფიკური სიმპტომებია. ისეთი,  როგორიც არის: სისუსტის შეგრძნება, დაღლილობა, კონცენტრაციის ნაკლებობა და შრომისუნარიანობის დაქვეითება. ყველა ეს სიმპტომი ხშირად სათანადოდ ვერ ფასდება და შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება.

დეფიციტმა, რომელიც თავდაპირველად უვნებელი ჩანს, შეიძლება გამოიწვიოს საშიში ჯაჭვური რეაქციები; დროთა განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს სერიოზული რეაქციები, რაც ხშირ შემთხვევაში შეუქცევადი ხდება. B ვიტამინის უგულვებელყოფილი დეფიციტი მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ სისხლის რაოდენობაზე, არამედ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასა და შენარჩუნებაზე. თუ აღინიშნება B ვიტამინების უკმარისობა, ირღვევა ორგანიზმის თითოეული  უჯრედის ენერგიით მომარაგება. თუთიის დეფიციტმა და არასაკმარისმა მიწოდებამ შეიძლება მრავალი თვალსაჩინო და უხილავი სიმპტომი გამოიწვიოს. მტვრევადი ფრჩხილები, მშრალი და აქერცვლლისკენ მიდრეკილი კანი შეიძლება თუთიის დეფიციტზე მიუთითებდეს. თუ თავს ცუდად გრძნობთ, გაწუხებთ სისუსტე და ნაკლებად აქტიური ხართ,  უპრიანია ექიმთან კონუსლტაცია, რომელიც სათანადო გამოკვლევებს ჩაატარებს.  სისხლის ანალიზის ნახვის და განსაკუთრებით სხვა ფაქტორების გამორიცხვის შემდეგ,მას შეუძლია სწრაფად გამოავლინოს ბიოფაქტორების შესაძლო დეფიციტი ან უკმარისობა და მიიღოს შესაბამისი ზომები.

როგორ შევამციროთ ბიოფაქტორის დეფიციტის რისკი?

უმეტესობისთვის ეს მარტივია: იცხოვრე ჯანმრთელად!

Gemüse hilft

რეგულარული ვარჯიშის გარდა, ბალანსირბული კვება, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილია. საკმარისი რაოდენობის ხილის, ბოსტნეულისა, და მარცვლეულის, ისევე როგორც ცხოველური წარმოშობის უცხიმო პროდუქტების (თევზი, მჭლე ხორცი და უცხიმო რძე) საკვებად მიღებით, თქვენ უკვე შეგიძლიათ საკვები ნივთიერებების მარაგი შეივსოთ.  სხვათა შორის, ჩვენი ორგანიზმი სასარგებლო მცენარეულ ზეთებს უკეთ გადაამუშავებს, ვიდრე ცხოველურ ცხიმებს. პროფესიონალური ასოციაციები  ასევე გვირჩევენ, ახალის ხილისა და ბოსტნეულის, დღეში მინიმუმ ხუთი პორციის მიღებას.  ე.წ. "სუპერ საკვებიც" კი, როგორიცაა: გოჯი, აცეროლა და სხვა მრავალი, რომელთა შესახებ დღეს ყველა საუბრობს, შეიძლება ყოველდღიური საკვების დანამატი იყოს და წვლილი შეიტანოს ბიოფაქტორული დეფიციტის სიმპტომების პროფილაქტიკაში. მაგალითად, ყველსა და არაქისს აქვთ თუთიის შედარებით მაღალი შემცველობა. 100 გრამი შვეიცარული  ყველის ჭამა ორგანიზმს აწვდის 4.6 გრ თუთიას. თუთიის რეკომენდებული სადღეღამისო მოხმარება ქალებში 7 გრ-მდეა და მამაკაცებისთვის 10 გრ.  ქათამის ხორცი და ისპანახის ფოთლები შეიცავს ფოლიუმის მჟავას დიდ რაოდენობას - ამ უკანასკნელის 100 გრ - ში არის  145 µg(მკგ) ფოლიუმის მჟავა, მაგრამ მისი საკვებად გამოყენება მალევე უნდა მოხდეს, ვინაიდან ფოლიუმის მჟავა ძალიან სწრაფად ნადგურდება, როდესაც საკვები დიდი ხნის განმავლობაში ინახება. გარდა ამისა, ქათამი შეიცავს B6 ვიტამინს.  B12 ვიტამინი განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის საკვებში გვხვდება. ვეგანებსა და ვეგეტარიანელებს, B12 ვიტამინის მიღება შეუძლიათ  ფერმენტირებული საკვებიდან, როგორიცაა მჟავე კომპოსტო ან (უალკოჰოლო) ლუდი, რომელიც შეიცავს ვიტამინს - თუმცაღა ძალიან მცირე რაოდენობით. B1 ვიტამინი გვხვდება პარკოსნების და მარცვლეულ პროდუქტებში; შენახვისა და მომზადების წესის მიხედვით, საკვებში ვიტამინის შემცველობა შეიძლება განსხვავდებოდეს. ამრიგად, საუზმეზე გემრიელი მიუსლის ან მარცვლეულის პურის ჭამას შეუძლია ამ ბიოფაქტორის დეფიციტის პრევენცია. ეს ასევე ეხმარება მაგნიუმის მომარაგებას - კერძოდ, შვრია, შეიცავს მაგნიუმის შედარებით დიდ რაოდენობას (134 მგ 100 გრ-ში), მზესუმზირის თესლი 420 მგ მაგნიუმსაც კი. გერმანიის კვების ასოციაციის მიხედვით,მაგნიუმის რეკომენდებული ყოველდღიური რაოდენობა ჯანმრთელი მოზრდილებისთვის არის 300-400 მგ-მდე. ჯანსაღი ცხოვრების წესი მაშინ მიიღწევა, როდესაც არაჯანმრთელი სტიმულატორები, ალკოჰოლი და თამბაქო, მოხმარებიდან იქნება ამოღებული. ორგანიზმის ყველა მნიშვნელოვანი ბიოფაქტორებით მომარაგება და დაბალანსებული ცხოვრების წესი, ხელს უწყობს კარგ ფიზიკურ მდგომარეობას, მძიმე დაავადებების თავიდან აცილებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

როგორ ვითარდება ბიოფაქტორის დეფიციტი?

თუ იზრუნებთ ბალანსირებულ კვებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაზე, შეიძლება თავიდან აიცილოთ მნიშვნელოვანი ბიოფაქტორების დეფიციტი.  ვიტამინების, მინერალებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის  ელემენტებისთვის მიღების შეზღუდვის და მოხმარების მაჩვენებლები ძირითადად ეფუძვნება, ჯანმრთელი ადამიანების საშუალო საჭიროებას. ამასთანავე ინდივიდუალურად, ბიოფაქტორებზე  მოთხოვნა  შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: ასაკი, სქესი, ეთნიკური წარმოშობა, სპორტული დატვირთვა, ცხოვრების წესი (ალკოჰოლის და ნიკოტინის მოხმარება), გარკვეული მედიკამენტების მიღება და ა.შ. აგრეთვე, განსაკუთრებულ საცხოვრებელ სიტუაციებში, ორგანიზმი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაწილობრივ უფრო მეტს მოითხოვს ან ვერ ახერხებს ბიოფაქტორების სათანადო ათვისებას. ამ შემთხვევებში, რეგულარული დიეტა ხშირად აღწევს თავის ლიმიტებს და შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტი, რომელსაც შემდეგ საჭირო მედიკამენტებით მკურნალობენ. ბევრ შემთხვევაში, რისკები ცნობილია და პრევენციული ზომების გათვალისწინება შესაძლებელია.

ბიოფაქტორების უკმარისობის რისკ ჯგუფები

გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივმა მიღებამ, შეიძლება დათრგუნოს ზოგიერთი ბიოფაქტორის შეწოვა ან გააძლიეროს მათი ექსკრეცია, რაც დროთა განმავლობაში დეფიციტის სიმპტომების განვითარებას იწვევს. მედიკამენტების სია გრძელია - მათ შორისაა პერორალური კონტრაცეპტივები, გარკვეული ანტიდიაბეტური საშუალებები და მაღალი წნევის საწინააღმდეგო აქტიური ნივთიერებები. ყველა ეს მედიკამენტი არამარტო  ხშირად ინიშნება, არამედ ზოგიერთ მათგანს რეგულარულად იღებენ წლების განმავლობაში. დიაბეტის სამკურნალო გარკვეული  მედიკამენტების მიღება იწვევს B12 ვიტამინის დეფიციტს. ხანგრძლივი დროის შემდეგ, ამან შეიძლება გამოიწვიოს პარესთეზია და ანემია. ზოგიერტი ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოხმარება ხელს უწყობს არა მხოლოდ B6 ვიტამინის და ფოლიუმის მჟავის, არამედ მაგნიუმის დეფიციტს. როგორც გინეკოლოგთა პროფესიული ასოციაცია იტყობინება,  ამან თავის მხრივ, შეიძლება ზიანი მიაყენოს სისხლძარღვებს და გაზარდოს თრომბოზებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი. ამიტომ, ბევრი გინეკოლოგი თავიანთ პაციენტებს ურჩევს, შეწყვიტონ მოწევა პერორალური კონტრაცეპტივების მიღების დროს, რადგან ამან შეიძლება გააუარესოს აღნიშნული სიმპტომები.

ნუ გარისკავთ ბიოფაქტორების მომარაგებასთან დაკავშირებთ!

თუ სისხლის ანალიზში ზოგიერთი ბიოფაქტორის სერიოზული დეფიციტია გამოვლენილი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციით დაკარგული ვიტამინებისა და მინერალების ანაზღაურება. ეს ასევე ეხება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიეკუთვნებით ზემოხსენებულ რისკ ჯგუფებს, როდესაც ბიოფაქტორების პროფილაქტიკური დანამატების მიღება არის რეკომენდებული. ბიოფაქტორების სათანადო მიწოდება სწრაფად ავსებს მარაგების დაბალ დონეს და თავიდან აიცილებს არააკმარისი მიწოდების გვერდით მოვლენებს. ქვესისტემის სერიოზული გვერდითი მოვლენები. თუ თქვენ მიიღეთ მედიკამენტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უნდა მიიღოთ, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, ყურადღება უნდა მიაქციოთ თუ არა გარკვეულ ბიოფაქტორებს. მედიკამენტების მიმოხილვა, რომლებიც აფერხებენ ბიოფაქტორების დაბალანსებულ მიწოდებას, მოცემულია შემდეგ ნაწილში. ამასთან, ჩამონათვალი არ არის სრული და არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის ექიმთან კონსულტაციას.

უარყოფა

© 2016 ვიორვაგ ფარმა - www.woerwagpharma.de– ში მოწოდებული ინფორმაციის სპექტრი პირადი ჯანმრთელობის ყველა ასპექტის შესახებ, არის მხოლოდ საინფორმაციო დანიშნულების და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ექიმთან კონსულტაციას, გამოკვლევას ან ლიცენზირებული ექიმის მიერ  დიაგნოსტიკას. შინაარსი, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე www.woerwagpharma.de, არ უნდა იქნეს გამოყენებული  დიაგნოზის დასადგენად ან / და მედიკამენტების დამოუკიდებლად მიღებისათვის. გთხოვთ, ასევე ყურადღება მიაქციოთ პასუხისმგებლობის შეზღუდვას და გამოსახულებებზე უფლებების მითითებებს.