ტორაგამა ® 5მგ

  • გამოყენების ჩვენებები
    ტორაგამა® 5 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება რომელიც მიეკუთვნება შარდმდენების ჯგუფს.
    ტორაგამა® 5 მგ ტაბლეტები გამოიყენება ქსოვილებში (გულის შეგუბება)და/ან სხეულის ღრუებში (ეფუზია) სითხის შეკავების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის ,რაც გამოწვეულია გულის ფუნქციური დარღვევით(გულის უკმარისობა)
  • შემადგენლობა
    ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტების
    აქტიური ნივთიერებაა: ტორასემიდი
    ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტორასამიდს
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    მკურნალობის საწყის ეტაპზე მიიღება დღეში 5 მგ ტორასემიდი.
    ეს დოზა არის ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა.
    თუ დღეში 5 მგ ტორასემიდი 2 ტაბლეტი არ არის საკმარისი ეფექტისათვის გამოიყენება ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები(10 მგ ტორასემიდი). პაციენტის კლინიკური სურათიდან გამომდინარე შესაძლებელია გაიზრდოს 20 მგ მდე დღეში (20 მგ ტორესამიდი)

    იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის გაუარესება ეს მედიკამენტი დიდი სისფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული,რადგან სისხლში ტორესამიდის კონცენტრაციამ შეიძლება მოიმატოს.

    ასაკოვანი პაციენტებისათვის არ არის რეკომენდაციები ალტერნატიულ დოზებზე.

    არ არსებობს საკმარისი მონაცემები თუ რა გავლენას ახდენს ტორაგამა ® 5 მგ ტაბლეტები 12 წელზე ქვემოთ ბავშვებში, ამიტომ ეს პრეპარატი აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოიყენება.
  • შეფუთვა
    • N100 ტაბლეტი
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები