თიოგამა ® ტურბო

ალფა-ლიპოის მჟავა -სპეციალური ანტიოქსიდანტი

ჰიპოგლიკემია, რომელიც ხშირად ვითარდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, იწვევს თავისუფალი რადიკალების ჭარბ პროდუქციას, რაც აზიანებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებს.

ალფა-ლიპოის მჟავა ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, რითაც ეწინააღმდეგება დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს სენსორული დარღვევების განვითარებას. ვინაიდან ჩვენი ორგანიზმი საკვებიდან ითვისებს ალფა-ლიპოის მჟავას ძალიან მცირე რაოდენობას, საჭიროა მისი დამატებით მიღება. თიოგამა®  შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, რომელიც იცავს ნერვულ უჯრედებს დაშლის პროდუქტების და თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან, რითაც აუმჯობესებს გამტარობას ნერვულ უჯრედებში.

  • გამოყენების ჩვენებები
    დიზესტეზია დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს.
  • შემადგენლობა
    ერთი 50მლ-იანი საინექციო ფლაკონი შეიცავს 1167,7მგ ალფა-ლიპოის მჟავის მეგლუმინის მარილს (რაც შეესაბამება 600მგ ალფა-ლიპოის მჟავას)
    სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    მძიმე დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს არსებული დიზესტეზიისას, მოზრდილებისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა, ერთი ფლაკონი თიოგამა® ტურბოს ინტრავენური ინფუზია (რაც შეესამამება 600მგ ალფა-ლიპოის მჟავას).
    მკურნალობის საწყის ეტაპზე ინტრავენური ინფუზიები ინიშნება 2-4 კვირის განმავლობაში. ინტრავენურად პრეპარატის შეყვანა სასურველია მიმდინარეობდეს ნელა, მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.ინფუზია კეთდება პირდაპირ ფლაკონიდან, რომელიც უნდა მოთავსდეს, კოლოფში არსებულ შექგაუმტარ პაკეტში. ვინაიდან პრეპარატის აქტიური ნივთიერება სინათლის მიმართ მგრძნობიარეა, სასურველია მისი კოლოფიდან ამოღება უშუალოდ გამოყენების წინ. ინფუზიის მინიმალური ხანგრძლივობა(30წთ)უნდა იქნას დაცული.

    შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მიიღება ალფა-ლიპოის მჟავა 300-600მგ პერორალურად.
  • შეფუთვა
    • 10X50 მლ საინფუზიო ხსნარი, 10 შუქისაგან დამცავი პაკეტი, 10 ნემსი ინტრავენური გადასხმისთვის და 10 ვენის ნაკრები
    • 1X50 მლ საინფუზიო ხსნარი, 1 შუქისაგან დამცავი პაკეტი, 0 ნემსი ინტრავენური გადასხმისთვის და 1 ვენის ნაკრები
  • საჭირო ინფორმაცია
    თიოგამა ® ტურბო. აქტიური ინგრედიენტი: ალფა-ლიპოის მჟავა 600მგ. გამოყენების ჩვენება:დიზესთეზია დიაბეტური პოლინეიროპათია. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები