თიოგამა® 600 ტაბლეტი

ალფა-ლიპოის მჟავა -სპეციალური ანტიოქსიდანტი

ჰიპოგლიკემია, რომელიც ხშირად ვითარდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, იწვევს თავისუფალი რადიკალების ჭარბ პროდუქციას, რაც აზიანებს პერიფერიულ ნერვულ დაბოლოებებს.

ალფა-ლიპოის მჟავა ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, რითაც ეწინააღმდეგება დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს სენსორული დარღვევების განვითარებას.

ვინაიდან ჩვენი ორგანიზმი საკვებიდან ითვისებს ალფა-ლიპოის მჟავას ძალიან მცირე რაოდენობას, საჭიროა მისი დამატებით მიღება.

თიოგამა®  შეიცავს ალფა-ლიპოის მჟავას, რომელიც იცავს ნერვულ უჯრედებს დაშლის პროდუქტების და თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან, რითაც აუმჯობესებს გამტარობას ნერვულ უჯრედებში.

  • გამოყენების ჩვენებები
    დიზესტეზია დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს.
  • შემადგენლობა
    ერთი ტაბლეტი შეიცავს 600მგ ალფა-ლიპოის მჟავას
    დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი, საღებავი Ponceau 4R
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს არსებული დიზესტეზიისას, მოზრდილებისთვის რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა ერთი ტაბლეტი თიოგამა® 600 (რაც შეესამამება 600მგ ალფა-ლიპოის მჟავას), რომელიც სასურველია მიღებულ იქნას პირველ კვებამდე 30 წუთით ადრე. მძიმე დიზესთეზიის დროს მკურნალობის საწყის ეტაპზე რეკომენდებულია ალფა-ლიპოის მჟავას გადასხმა.
    თიოგამა® 600 ტაბლეტები უნდა მიღებულ იქნას უზმოდ, მთლიანად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს შეწოვას. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პაციენტებში, რომელთაც გახანგრძლივებული აქვთ კუჭიდან საკვების გადასვლის პროცესი.

    ვინაიდან დიაბეტური პოლინეიროპათია არის ქრონიკული დაავადება, შესაძლოა საჭირო გახდეს ხანგრძლივი მკურნალობა.
  • შეფუთვა
    • N100 ტაბლეტი
  • საჭირო ინფორმაცია
    თიოგამა® 600 ტაბლეტი. აქტიური ინგრედიენტი: ალფა-ლიპოის მჟავა 600მგ. გამოყენების ჩვენება:დიზესთეზია დიაბეტური პოლინეიროპათია. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები