ფერო-ფოლგამა® ნეო

  • გამოყენების ჩვენებები
    ფერო-ფოლგამა® ნეო გამოიყენება რკინის  და ფოლიუმის მჟავის უკმარისობით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში. იგი ასევე გამოიყენება მოცემული მდგომარეობის პრევენციისათვის ორსულობის პერიოდში
  • შემადგენლობა
    ფერო-ფოლგამა® ნეოს აქტიური ნივთიერებებია: რკინის სულფატი და ფოლიუმის მჟავა.
    თითო ტაბლეტი შეიცავს 114 მგ (რაც შეესაბამება 37 მგ Fე) რკინის სულფატს და 0.8 მგ ფოლიუმის მჟავას.
    ფერო-ფოლგამა ნეო შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი) და საქაროზას
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ გამოყენების ინსტრუქციის, ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

    ფერო-ფოლგამა® ნეოს რეკომენდირებული დოზა არის 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ
    12 წლიდან ბავშვებშიი და მოზარდებში რეკომენდირებული დოზა არის 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ . ტაბლეტი მიიღება უზმოზე ან კვების დროს. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, მიაყოლეთ წყალი. არ ჩაწუწნოთ, არ დაღეჭოთ ან გააჩეროთ პირის ღრუში. ზოგიერთი სახის საკვებმა და პრეპარატებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს პრეპარატის სათანადოდ შეწოვას, შესაბამისად ფერო-ფოლგამა® ნეოს და ქვემით ჩამოთვლილი პროდუქტების( ჩაი, ყავა, კვერცხი, რძე ან რძის პროდუქტები, სრულმარცვლოვანი ხორბლის და სხვა მარცვლეულის ფქვილის პური ან სხვა საკვები ბოჭკო)მიღებას შორის დაცული უნდა იყოს დაახლოებით 2-3 საათიანი ინტერვალი:

    თუ დაგავიწყდათ ფერო-ფოლგამა ®ნეოს მიღება
    დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, რადგან გამოტოვებულ დოზას ვერ შეავსებთ და წარმოიქმნება დოზის გადაჭარბების რისკი. განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით.
  • შეფუთვა
    • N 100 ნაწლავში ხსნადი, ორმხრივ ამობურცული, მოწითალო ყავისფერი ტაბლეტი
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები