მეთფოგამა® 850

  • გამოყენების ჩვენებები
    მეთფოგამა® არის პრეპარატი, რომელიც  დიაბეტით (შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2 მოზრდილებში) დაავადებულებში სისხლში აქვეითებს გლუკოზის მაღალ დონეს. განსაკუთრებით კი ჭარბწონიან პაციენტებში, რომლებშიც ვერ მიიღწევა სისხლში გლუკოზის ადექვატური დონე მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით.
    მეთფოგამა® 850 გამოიყენება როგორც ცალკე (მონოთერაპიაში), ასევე კომბინაციაში გლუკოზის დამწევ სხვა საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად. 
    მას შემდეგ, რაც დიაბეტით დაავადებულებში დადგინდება დიეტის  არაეფექტურობა (შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2), შესაძლებელია დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამოვლენის სიხშირის შემცირება მეტფორმინით მკურნალობისას.
  • შემადგენლობა
    აქტიური ნივთიერებია: მეთფორმინი 850 მგ
    სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    მეთფოგამას® მიღება უნდა მოხდეს ზუსტად, ექიმის მითითებების შესაბამისად.
    მეთფოგამას დოზირება უნდა დადგინდეს ექიმის მიერ ინდივიდუალურად, სისხლში გლუკოზის მაჩვენებლების საფუძველზე.
    თუ ექიმი არ განსაზღვრავს სხვაგვარ დოზირებას, მეთფოგამას ჩვეულებრივი დოზა შემდგნაირია: ჩვეულებრივი საწყისი დოზა არის 2-3 ტაბლეტი მეთფოგამა® 850 დღეში (რაც შეესაბამება 1700-2550 მგ მეთფორმინს) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მაქსიმალური დღიური დოზა არის სამი ტაბლეტი დღეში (რაც 2550 მგ მეთფორმინის ექვივალენტურია).
    შემოგარსული ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს სითხის მიყოლებით ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. ორი ან მეტი ტაბლეტის მიღების შემთხვევაში, მათი განაწილება უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, მაგალითად ერთი ტაბლეტი მიიღება საუზმის შემდეგ და ერთი ტაბლეტი სადილის შემდეგ.
    პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, თუ ის შენიშნავს, რომ მეთფოგამას ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან სუსტი.
  • შეფუთვა
    • N180 ტაბლეტი
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები