მეთფოგამა® 1000

  • გამოყენების ჩვენებები
    მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, მიდრეკილება კეტოაციდოზის მიმართ (განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ წონის სიჭარბე), დიეტოთერაპიის შემთხვევაში.
  • შემადგენლობა
    აქტიური ნივთიერებია: მეთფორმინი 1000 მგ
    სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    მეთფოგამა® 1000 პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრით. ჩვეულებრივ საწყის დოზას წარმოადგენს 500-1000მგ (1/2-1 ტაბლეტი) დღე-ღამეში, შესაძლებელი დოზის შემდგომი ზრდა თერაპიის ეფექტურობის გათვალისწინებით.
    შემანარჩუნებულ დღე-ღამურ დოზას შეადგენს 1-2გ (1-2 ტაბლეტი). მაქსიმალური დღე-ღამური დოზა არის 3გ (3 ტაბლეტი), უფრო მაღალი დოზების დანიშვნა ხელს არ უწყობს განხორციელებული მკურნალობის ეფექტის ზრდას.
    მეთფოგამას® ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საჭმლის დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (ერთი ჭიქა წყალი). მკურნალობის კურსი არის ხანგრძლივი.
    ლაქტოაციდოზის განვითარების მომატებული რისკის გამო, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მძიმე მეტაბოლური დარღვევების დროს.
  • შეფუთვა
    • N180 ტაბლეტი
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები