მილგამა® მონო

პრობლემის გადაწყვეტა დიაბეტთან ასოცირებული B1 ვიტამინის დეფიციტის დროს

ხშირად, დიაბეტით დაავადებული პაციენტები ნერვების დაზიანების შესახებ იგებენ მას შემდეგ, რაც ტერფებში უჩნდებათ: ჩხვლეტის, წვის, მგრძნობელობის დაქვეითებისა და ტკივილის შეგრძნება. ნერვის დაზიანება(ნეიროპათია) ხშირად გამოწვეულია B1 ვიტამინის დეფიციტით. დასაწყისში მსუბუქად გამოხატული ჩხვლეტისა და წვის შეგრძნება, შესაძლოა გადაიზარდოს ტკივილსა და მგრძნობელობის დაქვეითებაში.როდესაც  ადამიანი ვეღარ შეიგრძნობს სიცხეს, სიცივეს, ზეწოლას და ტკივილს, ეს უკვე  პრობლემებზე მიანიშნებს. თუ ტერფზე მიყენებული დაზიანება არ შეიგრძნობა, მას ადამიანი ვერ ამჩნევს და შესაბამისად მკურნალობაც არ ტარდება. ამას ხშირად მოსდევს „დიაბეტური ტერფის სინდრომის“ განვითარება.

მილგამა ®მონოს შეუძლია წინ აღუდგეს ნერვის ზემოთხსენებულ დაზიანებას. ის შეიცავს  B1 ვიტამინის პრეკურსორს- ბენფოთიამინს, აქტიური სუბსტანციის სახით, რომელიც ეფექტურად ახდენს B1 ვიტამინის დეფიციტის კომპენსირებას, რაც ასე ხშირია დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.

მილგამა ®მონო აკომპენსირებს B1 ვიტამინის დეფიციტის, ნერვებზე დამაზიანებლად მოქმედებას და ამსუბუქებს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ტერფებში: წვის,  ჩხვლეტის შეგრძნება და მგრძნობელობის დაქვეითება.

  • გამოყენების ჩვენებები
    B1 ვიტამინის დეფიციტი ან არასწორი კვება (მაგ. ბერი-ბერი-ავიტამინოზი), ხანგრძლივი დროის მანძილზე პარენტერალური კვება, ნულოვანი დიეტა, ჰემოდიალიზი, მალაბსორბცია, ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად განვითარებული დარღვევები (ალკოჰოლტოქსიკური კარდიომიოპათია, ალკოჰოლური ენცელოფალოპათია, კორსაკოვის სინდრომი), გაზრდილი მოთხოვნა B1 ვიტამინზე (მაგ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).

    B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ნეიროპათიების და კარდიოვასკულური დარღვევების მკურნალობა.
    დადასტურებულ თერაპიულ ჩვენებას მონოპრეპარატებისთვის, წარმოადგენს B1 ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა, რაც ვერ კომპენსირდება მხოლოდ ჯანსაღი კვებით.
  • შემადგენლობა
    ერთი ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ბენფოთიამინს (B1 ვიტამინის ცხიმში ხსნად დერივატს)
    სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    მილგამა ®მონოს ტაბლეტი უკეთესია მიიღებულ იქნას დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით. მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ

    მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შედეგზე. ნეიროპათიის სამკურნალოდ, მილგამა ®მონოს ტაბლეტები რეკომენდებულია საწყისად მიღებულ იქნას მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში. მკურნალობის შემდგომი ხანგრძლივობა დამოკიდებულია შედეგზე.თუ პრეპარატის მიღებიდან 4 კვირაში, შედეგი სუსტია ან საერთოდ არ არის, მკურნალობის საკითხი უნდა გადახედილ იქნას.
  • შეფუთვა
    • N30 შემოგარსული ტაბლეტი
  • საჭირო ინფორმაცია
    მილგამა ®მონო, აქტიური ინგრედიენტი: ბენფოთიამინი. გამოყენების ჩვენება: B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ნეიროპათიების და კარდიოვასკულური დარღვევების მკურნალობა. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები