B12 ანკერმანი ტაბლეტები
B12 ვიტამინის მნიშვნელობა ჯანმრთელობის, ფიზიკური ფორმისა და გუნებაგანწყობილების შენარჩუნებაში, ბოლო დროს სულ უფრო მეტად ხდება კვლევის საგანი. ამ ვიტამინის უკმარისობა გახშირდა უფრო მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მაგალითად, გერმანიაში 25 წლის ასაკის ქალთა მეოთხედ ნაწილში და 65 წლიდან ზევით, ჯანმრთელი მოსახლეობის თითქმის მესამედში, აღინიშნება B12 ვიტამინის დეფიციტი. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები ც ენტრალურ ნერვულ სისტემასა და ტვინის ფუნქციებზე.
B12 ანკერმანს ®, როგორც მაღალდოზიან პერორალურ სამკურნალო საშუალებას (1000მკგ ტაბლეტში), გააჩნია ისეთი ეფექტი, რისი მიღწევაც შესაძლებელია B12 ვიტამინის პარენტერალური მიღებისას. ამგვარად, B12 ანკერმანი®, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ორგანიზმისათვის B12 ვიტამინის სწრაფ და ეფექტურ მიწოდებას.