Please accept marketing-cookies to watch this video.

ძვირფასო კომპანიონებო

„ვიორვაგ ფარმა 50 წლისაა-ერთად უკეთესი ჯანმრთელობისთვის“-წელს
იუბილეს აღნიშვნისას, ეს არის ჩვენი დევიზი. როგორც ახალგაზრდა
ფარმაცევტს, მამაჩემს არა მხოლოდ სურვილი, არამედ განსაზღვრული
მიზანი ჰქონდა, დახმარებოდა ხალხს მთელს მსოფლიოში,რათა
უკეთესად ეცხოვრად მისი შექმნილი პროდუქციის საშუალებით. მან
თავის ამოცანად დაისახა ხალხის დახმარება და რჩევის მიცემა
ჯანმრთელობის საკითხებში.

ამ მიზნით, მან 1971 წელს დააარსა კომპანია და ამით დაიწყო
წარმატების ისტორიის წერა. მიუხედავად ზრდისა, ჩვენ დავრჩით
საოჯახო ბიზნესად, რომელიც ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს
ემყარება.

ჩვენი წარმატების გასაღები ერთი მხრივ, ჩვენი ერთგული
თანამშრომლები იყვნენ, მეორეს მხრივ კი ჩვენმა ექიმებმა,
ფარმაცევტებმა და ექსპერტებმა, კლინიკებში და პრაქტიკულ
საქმიანობაში ხელი შეუწყვეს ვიტამინებისა და მინერალების
გამოყენების იდეას, ცივილიზაციით გამოწვეული დაავადებების
მკურნალობაში.

ვიორვაგ ფარმას სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი
ერთგულებისა და მხარდაჭერისთვის, მოუთმენლად ველოდები ჩვენს
საიუბილეო წელს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

თქვენი მონიკა ვიორვაგი

ძვირფასო მომხმარებლებო, თანამშრომლებო, ბიზნეს პარტნიორებო და
ვიორვაგ ფარმა,

ბოლო 50 წლის განმავლობაში კომპანიის განვითრება განსაზღვრა სამეწარმეო სულისკვეთებამ, ასევე გლობალურმა და ჯანმრთელობის პოლიტიკამ. მუდმივად საჭირო იყო ხელახლა გააზრება და შემოქმედებითი მიდგომა. ჩვენი კომპანიის დამფუძნებელს წარმტებით შეეძლო მომავალზე გათვლილი გადაწყვეტილებების მიღება, რამაც მიგვიყვანა კომპანიის ზრდამდე. დღეს, 35 ქვეყნის 1000-მდე თანამშრომელი ეხმარება კომპანიას ჩამოყალიბებაში.

ერთად, ჩვენ შევხვდებით მომავლის ცვლილებებსა და გამოწვევებს. ამით ჩვენ გავაგრძელებთ გაუმჯობესებას იმ მიზნით, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს, მსოფლიოს უფრო და უფრო მეტ რეგიონში შევთავაზოთ მაღალეფექტური პროდუქტები და ინოვაციური გადაწყვეტილებები ჯანდაცვის სფეროში.

როგორც დიდი ხნის ტრადიციის მქონე საოჯახო კომპანიის მმართველი საბჭო, ჩვენ ჩვენს ყველა თანამშრომელთან და ბიზნეს პარტნიორთან ერთად,სიამაყით ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ წარმატების ისტორიის გაგრძელებაზე, ჩვენი პაციენტებისა და მომხმარებლების სასარგებლოდ.


იოჰენ შლინდვაინი-გენერალური დირექტორი
გერჰარდ მაიერი-ფინანსური დირექტორი

ვიორვაგ ფარმას 50 წელი-ერთად უკეთესი ჯანმრთელობისთვის

 

„ქალაქის აფთიაქიდან“ საერთაშორისო
ფარმაცევტულ კომპანიამდე

როდესაც დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა 1965 წელს შტუტგარტ-ცუპენჰაუზენში გახსნა ქალაქის აფთიაქი, წარმატების შვაბურმა ისტორიამ აიღო გეზი: “ მე მაქეზებდა მეწარმეობის ნიჭი-ამან მიბიძგა უფრო მეტის გაკეთებისკენ. როგორც მეწარმე, მინდოდა უფრო აქტიური ვყოფილიყავი“

კომპანიის დაარსება 1971 წელს

ფარმაცევტმა, დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა შეიძინა ფარმაცევტული პრეპარატები, ლაბორატორიები და საწარმოო დანადგარები ბერლინის Chemische Fabrik Walter-ისგან. ამით მან საფუძველი ჩაუყარა სკუთარ კომპანია ვიორვაგ ფარმას. გაციების საწინააღმდეგო სიროფისა და ჰიპოტენზიური საშუალებების დისტრიბუცია დაიწყო გაყიდვების ერთი წარმომადენლით.

მინერალები და ვიტამინები

დოქტორი ფრიც ვიორვაგი დარწმუნებული იყო, რომ მინერალებს და ვიტამინებს შეეძლოთ ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

პრეპარატმა მაგნეროტ კლასიკმა განსაზღვრა პროდუქტიის პირველი პორტფოლიო 1981 წელს და ამავდროულად - კვლევის პირველი სფეროც: მაგნიუმის თერაპიული გამოყენება კუნთოვანი და გულ- სისხლძარღვღთა დაავადებების დროს.

ოთხი წლის შემდეგ, ფრიც ვიორვაგმა შეიძინა პრეპრატები ანკერმანისგან: მილგამა გახდა ვიორვაგ ფარმას განმასხვავებელი ნიშანი და საფუძველი ჩაუყარა B1 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ ნეიროპათიების (ნერვული დარღვევები) მკურნალობას დიაბეტის დროს.

1992 წელს თიოგამას-ალფა ლიპოის მჟავას პრეპრატის წარდგენით, ვიორვაგ ფარმამ შეავსო ნეიროპათიის სამკურნალო პრეპრატების ასორტიმენტი და ჩამოყალიბდა როგორც დიაბეტის თანმხლები დაავადებების სპეციალისტი.

პირველი ფილიალი საზღვერგარეთ

1993 წელს ფრიც ვიორვაგმა ბუდაპეშტში დააარსა პირველი ფილიალი, რომელსაც მას შემდეგ ხელმძღვანელობს დოქტორი ევა კადარი. ფრიც ვიორვაგი:“ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი საოჯახო კომპანია,რომელიც გაემართა აღმოსავლეთისკენ. საზღვრების გახსნა იყო განსაკუთრებული განცდა.“

   

   

   

   

   

   

   

თაობათა ცვლილება 2001-ში

მონიკა ვიორვაგი და დოქტორ მარკუს ვიორვაგი შეუერთდნენ კომპანიას და
მოკლე დროში გადაიბარეს ხელმძღვანელობა. მათი ეგიდით კომპანია
განაგრძობს გაფართოებას: აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ბალკანეთის
რეგიონში და ბალტიის ქვეყნებში არსებული ბაზრების გარდა, ვიოვაგ ფარმა
ფართოვდება აზიაში, სამხეთ ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში. 2019 წელს
ტაილანდში გაიხსნა გაყიდვების ახალი ოფისი.

ტრადიციასა და ცვლილებას შორის

რამოდენიმე წლის წინ, მეპატრონეების ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო მენეჯმენტიდან თანდათანობით წასვლის შესახებ. დღეს, ორი აღმასრულებელი დირექტორი გერჰარდ მაიერი და იოჰენ შლინდვაინი აგრძელებენ საოჯახო ბიზნესის წარმართვას ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის.

მსოფლმხედველობა

საიუბილეო წლის ბოლოს, იგეგმება ინდუსტრიალურ პარკ Fligfeld Boblingen/Sindelfingen-ში განთავსებულ, კომპანიის ახალ შტაბ-ბინაში გადასვლა.