• გლუტენის გარეშე

B12 ანკერმანი® : B12 ანკერმანი ტაბლეტები

  • ეფექტურობა მაღალი დოზირებისას
  • მაღალდოზირებული პერორალური მკურნალობა 1000მკგ შემოგარსული ტაბლეტებით
  • ადვილად გამოსაყენებელი და კარგად ასატანი
  • არ შეიცავს გლუტენს
  • იყიდება მხოლოდ აფთიაქებში

B12 ვიტამინის დეფიციტი ვლინდება ერითროციტების მომწიფების დარღვევით და/ან ნევროლოგიური დარღვევებით, ისეთებით როგორიცაა ზურგის ტვინის ფუნიკულარული დაზიანება.

B12 ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა განვითარდეს: არასრულფასოვანი კვებისას (მაგ.მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა), საკვების მიღების დარღვევისას, ბრმა მარყუჟის სინდრომისას, ცელიაკიისას, B12 ვიტამინის ტრანსპორტირების თანდაყოლილი დისფუნქციისას, ხანდაზმულ ასაკში, ორსულობა/ლაქტაციის პერიოდში, პროტონული ინჰიბიტორების (PPI) მომხმარებლებში, დიაბეტით დაავადებულებში (განსაკუთრებით მეთფორმინის მომხმარებლებში).

ერთი ტაბლეტი შეიცავს 1000 მკგ ციანკობალამინს (B12 ვიტამინს)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, საქაროზა

მძიმე ნევროლოგიური სიმპტომების დროს, საწყისად რეკომენდებულია პარენტერალური მკურნალობა.

დოზა დამოკიდებულია პათოლოგიაზე: უფრო დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ გაეცანით ინსტრუქციას.

ტაბლეტის მიღება: რეკომენდებულია დილიოთ უზმოზე, დაუღეჭავად სითხის დაყოლებთ.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პერნიციოზულ ანემიის საწყისი მკურნალობის დროს (ჩვეულებრივ 4 კვირა) განისაზღვრება ექიმის მიერ. მიღების ხანგრძლივობა ისაზღვრება თერაპიული ეფექტით, ამიტომ საჭიროა მუდმივი დაკვირვება.

დადასტურებული პერნიციოზული ანემიის შემთხვევაში, B12 ვიტამინი მიიღება მთელი სიცოცხლის მანძილზე.

N50 შემოგარსული ტაბლეტი

B12 ანკერმანი®, მოქმედი ნივთიერება: ციანკობალამინი (B12 ვიტამინი)
ჩვენება: B12 ვიტამინის დეფიციტი, გამოვლენილი ერითროციტების მომწიფების დარღვევით და/ან ნევროლოგიური დარღვევებით, ისეთებით როგორიცაა ზურგის ტვინის ფუნიკულარული დაზიანება. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

B12 ვიტამინი - პერორარული მკურნალობა ინექციის ნაცვლად

B12 ვიტამინის მნიშვნელობა ჯანმრთელობის, ფიზიკური ფორმისა და გუნებაგანწყობილების შენარჩუნებაში, ბოლო დროს სულ უფრო მეტად ხდება კვლევის საგანი. ამ ვიტამინის უკმარისობა გახშირდა უფრო მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მაგალითად, გერმანიაში 25 წლის ასაკის ქალთა მეოთხედ ნაწილში და 65 წლიდან ზევით, ჯანმრთელი მოსახლეობის თითქმის მესამედში, აღინიშნება B12 ვიტამინის დეფიციტი. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები ც ენტრალურ ნერვულ სისტემასა და ტვინის ფუნქციებზე.

B12 ანკერმანს ®, როგორც მაღალდოზიან პერორალურ სამკურნალო საშუალებას (1000მკგ ტაბლეტში), გააჩნია ისეთი ეფექტი, რისი მიღწევაც შესაძლებელია B12 ვიტამინის პარენტერალური მიღებისას. ამგვარად, B12 ანკერმანი®, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ორგანიზმისათვის B12 ვიტამინის სწრაფ და ეფექტურ მიწოდებას.

როგორ შევინარჩუნოთ ფორმა

ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ!
დაგვიკავშირდით