აღმოაჩინე ჩვენი პროდუქტი

doctor.jpg

ჩვენ 50 წელზე მეტია ვატარებთ კვლევებს თქვენი ჯანმრთელობისათვის

ჩვენს მრავალფეროვან ცოდნას და გამოცდილებას ვუმადლით,  სპეციალიზაცაციას შერჩეულ თერაპიულ სფეროებში და მაღალი ეფექტურობის ბიოფაქტორებთან მუშაობის50 წელზე მეტი ხნის გამოცდილებას. ჩვენი მუდმივი წინსვლის მიზეზია  სურვილი ბოლომდე გავიგოთ და შევამსუბუქოთ ხალხის პრობლემები. ამის შედეგი გახდა ვიორვაგ ფარმას პრეპარატების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომლიც შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ აფთიაქში: რეცეპტული პრეპარატები, ურეცეპტო მედიკამეენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები.

დიაბეტის თანმხლები დაავადებები

სისხლში გლუკოზის მომატებულმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ნერვების და სისხლძარღვების მნიშვნელოვანი დაზიანება. ამ მიზეზით, შაქრიანი დიაბეტი ხშირად ასოცირდება სხვადასხვა თანმხლებ დაავადებებთან და გართულებებთან, რომლებსაც მიეკუთვნება, მაგალითად, დიაბეტურ პოლინეიროპათია.  ნერვის ამ დაზიანების შედეგები შეიძლება იყოს, მაგალითად, უგრძნობლობა, რომელიც შეიძლება შესამჩნევი გახდეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ჩხვლეტა, წვა, დაბუჟება და ფეხების ტკივილი.

ნერვული სისტემა

ჩვენი ნერვული სისტემა ყოველ წამიერად მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობს. ყოველი დახამხამება, ყოველი აზრი და ყოველი გრძნობა დამოკიდებულია ამ რთული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე. თუმცა, ბევრმა ფაქტორმა შეიძლება დააზიანოს მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოები და დაარღვიოს მათი სათანადო ფუნქციონირება. ერთ-ერთი მათგანია ბიოფაქტორების ნაკლებობა. შესაძლო შედეგები მოიცავს კონცენტრაციის დარღვევას, დეპრესიულ განწყობას, სენსორულ აშლილობას ხელებსა და ფეხებში ან სიარულის დროს არასტაბილურობას.

კუნთოვანი სისტემა

დარჩეს მობილური და აქტიური - ეს არის ის, რაც ადამიანების უმეტესობას სურს, როდესაც საქმე ეხება სიბერემდე მათი ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებას. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას ამის მიღწევაში კუნთების კარგი გამოყენების, კუნთების მუდმივი განვითარების, ჯანსაღი დიეტისა და ვიტამინების, მინერალებისა და აუცილებელი მიკროელემენტების საკმარისი რაოდენობის მიწოდებით. იმისათვის, რომ ეს სისტემა იყოს ჯანმრთელი, მას სჭირდება ძლიერი ძვლები, მობილური სახსრები და ძლიერი კუნთები. გავრცელებულ პრობლემას, რომელიც საფრთხეს უქმნის კუნთოვან სისტემას, მიეკუთვნება D ვიტამინის და მაგნიუმის დეფიციტი.

იმუნური სისტემა

პათოგენური ვირუსები, ბაქტერიები და სოკოები ყველგან იმალება - სწორედ ამიტომ ვართ აღჭურვილი დახვეწილი თავდაცვის სისტემით, რომელიც გვიცავს ინფექციური დაავადებებისგან - ჩვენი იმუნური სისტემით. როდესაც ის კარგად მუშაობს, ჩვენს იმუნურ სისტემას შეუძლია თავიდან აიცილოს ან ებრძოლოს ინფექციებს და, შესაბამისად, აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. ხოლო როდესაც ის სუსტდება, ჩვენ ვაძლიერებთ მას - მაგალითად ისეთი აუცილებელი მიკროელემენტებით, როგორიცაა თუთია და ვიტამინები C და D.

ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ!
დაგვიკავშირდით