ტორასემიდი AAA® 5 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი საშუალება რომელიც მიეკუთვნება შარდმდენების ჯგუფს.
ტორასემიდი AAA® 5 მგ ტაბლეტები გამოიყენება ქსოვილებში (გულის შეგუბება) და/ან სხეულის ღრუებში (ეფუზია) სითხის შეკავების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, რაც გამოწვეულია გულის ფუნქციური დარღვევით (გულის უკმარისობა)
მკურნალობის საწყის ეტაპზე მიიღება დღეში 5 მგ ტორასემიდი.
ეს დოზა არის ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა.
თუ დღეში 5 მგ ტორასემიდი 2 ტაბლეტი არ არის საკმარისი ეფექტისათვის გამოიყენება ტორასემიდი AAA® 10 მგ ტაბლეტები(10 მგ ტორასემიდი). პაციენტის კლინიკური სურათიდან გამომდინარე შესაძლებელია გაიზრდოს 20 მგ მდე დღეში (20 მგ ტორასემიდი)
იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის გაუარესება ეს მედიკამენტი დიდი სისფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული,რადგან სისხლში ტორესამიდის კონცენტრაციამ შეიძლება მოიმატოს.
ასაკოვანი პაციენტებისათვის არ არის რეკომენდაციები ალტერნატიულ დოზებზე.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები თუ რა გავლენას ახდენს ტორასემიდი AAA® 5 მგ ტაბლეტები 12 წელზე ქვემოთ ბავშვებში, ამიტომ ეს პრეპარატი აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში არ გამოიყენება.
ტორასემიდი AAA® 5 მგ ტაბლეტების
აქტიური ნივთიერებაა: ტორასემიდი
ერთი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ტორასემიდს
თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
N100 ტაბლეტი