თანამედროვე სამუშაო გარემოში ჩვენ მუდმივად ვართ სტრესის ქვეშ - გვაქვს დატვირთული გრაფიკი, ყოველთვის უნდა ვიყოთ ხელმისაწვდომი, საკმარისი დრო გამოვუყოთ ბავშვებს, პარტნიორსა და სამუშაოს - და თუ კი წარმოიქმნება კრიზისი, ის შეიძლება სწრაფად გახდეს აუტანელი. სტრესი აზიანებს ნერვებს და აუარესებს განწყობას. დასვენების დროა თუ ეს ყველაფერი B12 ვიტამინის დეფიციტით არის გამოწვეული?
ვიტამინი B12 - ძლიერი ნერვები სტრესული ყოველდღიური ცხოვრებისთვის

გვერდის შინაარსი
B12 ვიტამინის დეფიციტის ფსიქიკური სიმპტომები ხშირად ბუნდოვანია და, შესაბამისად, უგულებელყოფილია ბევრი ადამიანის მიერ. ხანდახან დაბნეული ხართ, გიჭირთ რაიმეს გახსენება, ცუდ ხასიათზე ხართ, ნერვიულობისადმი მიდრეკილი, ხანდახან დეპრესიულ მდგომარეობაშიც კი. წაიკითხეთ იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს ვიტამინი B12 თქვენი ნერვების დაცვას ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციის მხარდაჭერით.
სტრესულ სიტუაციებში ჩვეულებრივზე მეტი ვიტამინი B12 გვჭირდება
ვისაც უწევს ძლიერ სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება ან სერიოზულ კრიზისშია, ჩვეულებრივზე მეტი ვიტამინი B12 სჭირდება. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული მაღალი გონებრივი ან ფიზიკური სტრესით, როგორიცაა მნიშვნელოვანი გამოცდები, რთული ტესტები ან ცხოვრებისეული სიტუაციები, რომლებიც ძლიერ ამძიმებენ გონებასა და სულს და იწვევენ ძლიერ, ხანგრძლივ ნეგატიურ ემოციებ. ასეთ სიტუაციებს თან ახლავს დიდი სტრესი - მაგალითად:
- გადამწყვეტი გამოცდა, რომელიც ადამიანმა ვერ ჩააბარა,
- ძლიერი უპასუხო სიყვარული,
- გლოვა ახლო ადამიანზე.
არსებობს რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ გვჭირდება მეტ ვიტამინ B12 ასეთ ექსტრემალურ ფსიქიკურ სიტუაციებში. ერთის მხრივ, იცვლება ვიტამინ B12-ის მსგავსი ბიოფაქტორების შეწოვის და გამოყენების პროცესები, რადგან ჩვენი ორგანიზმი ნაკლებად ამარაგებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს და კუჭის მჟავას შემადგენლობა უარყოფითად იცვლება. მეორეს მხრივ, ბევრი ვიტამინი B12 იხარჯება ნეიროტრანსმიტერებისა და ჰორმონების წარმოებისთვის, რუმინანტული აზრებისა და ძლიერი გრძნობების გამო. ამასთანავე ჰორმონების გამომუშავება, როგორიცაა სეროტონინი, ადრენალინი და ნორადრენალინი, მნიშვნელოვნად ზრდის B12 ვიტამინის მოხმარებას. იმის გამო, რომ ორგანიზმი მოიხმარს ვიტამინი B12-ის უჩვეულოდ მაღალი დონეს, შეიძლება მივიღოთ ვიტამინის დეფიციტი, - და იწყება მანკიერი ციკლი.

ვიტამინ B12-ის არასაკმარისი მარაგი აზიანებს ჩვენს ნერვებს
ელექტრო სადენების მსგავსად, ჩვენი ნერვული გზებიც დაფარულია დამცავი საფარით. საკაბელო იზოლაციის მსგავსად, ეგრეთ წოდებული მიელინის გარსი უზრუნველყოფს ნერვული ნაკადების სწორ გადაცემას. თუ არ გვაქვს B12 ვიტამინის საკმარისი მარაგი, ნერვული გარსების რეგენერაცია ჩერდება. ისინი იღუპებიან და ჩვენი ნერვები „შიშვლება“, რაც იწვევს გადაცემის გაუმართაობას, რაც ასევე გავლენას ახდენს ნერვულ გზებზე ჩვენს ზურგის ტვინსა და ტვინში.
ვინაიდან ვიტამინი B12 ასევე პასუხისმგებელია ჰორმონების და ნეიროტრანსმიტერების გამომუშავებაზე, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობის ბალანსის შესანარჩუნებლად, არასაკმარისმა მიწოდებამ შეიძლება გამოიწვიოს დარღვევების საწყისი ნიშნები. გამოვლენილმა დეფიციტმა, მეორე მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს შორსმიმავალი, არასპეციფიკური შედეგები, როგორიცაა მეხსიერების პრობლემები, კონცენტრაციის დარღვევა და დეპრესიული განწყობა. თუ ეს მძიმე დისბალანსი ძალიან დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება მივიღოთ მკვეთრი შედეგები, როგორიცაა დემენცია, მძიმე დეპრესია და ფიზიკურ დამბლა. შეიტყვეთ აქ თუ როგორ შეიძლება B12 ვიტამინის არასაკმარისი მარაგის ან გამოვლენილი დეფიციტის დიაგნოსტირება.

ვიტამინი B12-ის ეფექტი გაცვეთილ ნერვებზე
ვიტამინი B - უპირველეს ყოვლისა ვიტამინი B12 - არის საიმედო "კომფორტული საკვები ჩვენი ნერვებისთვის", რადგან ის უზრუნველყოფს ჩვენი ნერვების ნორმალურ ფუნქციონირებას და მონაწილეობს ნერვების ზრდასა და სტრესული ნერვების რეგენერაციაში. როდესაც ჩვენი ვიტამინი B12 დაბალანსებულია, ის მხარს უჭერს ჩვენს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს, შედეგად თავს ვგრძნობთ ნაკლებად დაღლილად და მოუსვენრად. მელბურნის ავსტრალიური სვინბერნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ B ვიტამინებს (მათ შორის ვიტამინ B12-ს) რამდენიმე კვირის განმავლობაში, 20 პროცენტით უკეთ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ სტრესს და შფოთვას, ვიდრე სატესტო ჯგუფი.
თუ B12 ვიტამინის საკმარისი მარაგი გაქვთ, სტრესულ ყოველდღიურობასთან გამკლავება უფრო მარტივია და ნერვები სტრესისაგან ნაკლებად ზიანდება. პრობლება მაშინვე არ იქცევა დაბრკოლებად და არასაკმარისი მიწოდება -დეფიციტად. თუმცა, თუ დეფიციტი უკვე და მისი სიმპტომები უკვე გამოვლინდა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ სპეციფიკური ვიტამინი B12-ის თერაპია სიმპტომების სწრაფად შესამსუბუქებლად. თუ არ გვაქვს ნერვის ძლიერი დაზიანება, ის შეიძლება გასწროდეს დროთა განმავლობაში. თუმცა B12 ვიტამინის დეფიციტის შესაძლო სერიოზული შედეგების გამო, მცირედი დეფიციტიც კი მთლიანად უნდა იქნას თავიდან აცილებული.
ვიტამინი B12-ის მოთხოვნილება მაღალია
ასაკისა და სქესის მიუხედავად, ვიტამინი B12-ის რეკომენდებული დღიური დოზა ჯანმრთელი მოზრდილებისთვის არის 3 მკგ. ჯანსაღი დიეტის დაცვის შემთხვევაში, ვიტამინ B12-ის არასაკმარისი მარაგი ჯანმრთელ მოზრდილებში იშვიათია, მაგრამ მუდმივი სტრესის გამო შეილება მაინც განვითარდეს, რადგან, ჩვეულებრივი დიეტა უკვე აღარ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია დანამატების მიღება ვიტამინის B12 დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. თუ B12 ვიტამინის დეფიციტი უკვე გამოვლინდა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს და განიხილეთ მასთან კონკრეტული სამედიცინო თერაპიული ვარიანტები. ორსულებსა და მეძუძურ ქალებს ასევე სჭირდებათ მეტი ვიტამინი B12 – მათი რეკომენდებული ყოველდღიური დოზა შეადგენს 3,5-დან 4 მკგ-ს. ორსულობის დაწყებისას გინეკოლოგი წარმოგიდგენთ დიეტური მოთხოვნების მთელ რიგს, რომელიც მიუთითებს ყველა შესაძლო ბიოფაქტორის უფრო მაღალ საჭიროებაზე ცხოვრების ამ განსაკუთრებული პერიოდისთვის. შეიტყვეთ აქ, მაგნიუმის, რკინისა და ფოლიუმის მჟავის მნიშვნელობაზე ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ხანდაზმულებს, სტრესის ქვეშ მყოფ, ორსულებს, მეძუძურებს, ვეგანებს ან ვეგეტარიანელებს შედარებით ხშირად უწევთ B12 ვიტამინის უკმარისობის წინააღმდეგ ბრძოლა.
ამ ჯგუფებს უჭირთ ორგანიზმში B12 ვიტამინის საჭირო რაოდენობის დაგროვება
ვინაიდან ვიტამინი B12 ძირითადად გვხვდება ცხოველური წარმოშობის საკვებში, როგორიცაა ხორცი, ღვიძლი, კვერცხი და თევზი, ვეგანები და ვეგეტარიანელები, რომლებიც არ მოიხმარენ ამ საკვებს, იმყოფებიან არასაკმარისი მიწოდების რისკის ქვეშ. ამ ტიპის დიეტის ბევრი მიმდევარი მეტად აქცევს ყურადღებას საკვებს ადა მათში შემავალი პროდუქტებს - შესაბამისად მხოლოდ მცირე რაოდენობით ვეგანს/ვეგეტარიანელს აწუხებს B12 ვიტამინის დეფიციტი, რადგან ისინი ძირითადად იყენებენ B12-ის დანამატებს.
ხანდაზმულებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ცხოვრობს მოხუცთა თავშესაფარში, შედარებით ხშირად უწევთ დეფიციტთან გამკლავება. გარდა ამისა, მათი საკვების ვარიანტები ძირითადად შეზღუდულია და მადაც იკლებს. კუჭ-ნაწლავის დაავადებები და გარკვეული მედიკამენტების ხანგრძლივ გამოყენება, როგორიცაა მეტფორმინი ტიპი 2 დიაბეტისთვის, იწვევს ბიოფაქტორების შეწოვის დარღვევას (მაგალითად, ვიტამინი B12). მათში გამოვლენილი მეხსიერების დაქვეითება, სიარულის გართულება და დაბნეულობა, იშვითადაც ხდება B12 ვიტამინის არასაკმარისი მიწოდება ან დეფიციტი ეჭვის მიზეზი. შეიტყვეთ აქ, რა გავლენას ახდენს ვიტამინი B12-ის ნაკლებობა ნერვულ სისტემაზე და რატომ არის ის ხშირი ხანდაზმულებში.
სტრესულ სიტუაციებში ვიტამინის B12 დეფიციტის მიზნობრივი პრევენცია
თუ განსაკუთრებული საყოფაცხოვრებო სიტუაციიდან გამომდინარე გაზრდილია მოთხოვნილება B12-ზე და ხდება მიდი არასაკმარისი მიწოდება, შეგიძლიათ განიხილოთ შესაძლო დანამატის გამოყენება. თუმცა, თუ დეფიციტის პირველი სიმპტომები უკვე გამოვლენილია, ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოთ შესაბამისი მედიკამენტი ვიტამინის B12-ის დასარეგულირებლად. ოჯახის ექიმს შეუძლია დაადგინოს დეფიციტის არსებობა და რეკომენდაცია გაუწიოს შესაძლო ვიტამინის დანამარებს. ამ შემთხვევაში, თავიდანვე შეიძლება იყოს გამოყენებული ვიტამინი B12 ძალიან მაღალი პერორალური დოზებით (1000 მკგ). ვიტამინი ნაწლავის კედელში დიფუზირდება კონცენტრაციის გრადიენტის წყალობით და შეიწოვება მხოლოდ ორგანიზმის მარაგის შესავსებად საჭირო რაოდენობა. ვიტამინი B12-ის ის ნაწილი, რომელიც არ შეიწოვება, ბუნებრივად გამოიყოფა გართულებების გარეშე, რაც შეუძლებელს ხდის ჭარბი მიწოდებას. ერთადერთი ცნობილი გვერდითი ეფექტი არის აკნეს იშვიათი ფორმა, როდესაც ვიტამინი უშუალოდ შეჰყავთ კუნთში.
Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს.www.woerwagpharma.ge მოწოდებული მასალა არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.