დიზესთეზია დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს.
დიაბეტური პოლინეიროპათიის მძიმე დიზესთეზიის შემთხვევაში, მოზრდილებში რეკომენდებულია 600 მგ ალფა-ლიპოის მჟავას ინტრავენური შეყვანა დღეში (უდრის ერთ საინექციო ბოთლ თიოგამა® ტურბოს).
მკურნალობის საწყის ეტაპზე ინტრავენური ინფუზიები ინიშნება 2-4 კვირის განმავლობაში. ინტრავენურად პრეპარატის შეყვანა სასურველია მიმდინარეობდეს ნელა, მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.ინფუზია კეთდება პირდაპირ ფლაკონიდან, რომელიც უნდა მოთავსდეს, კოლოფში არსებულ შექგაუმტარ პაკეტში. ვინაიდან პრეპარატის აქტიური ნივთიერება სინათლის მიმართ მგრძნობიარეა, სასურველია მისი კოლოფიდან ამოღება უშუალოდ გამოყენების წინ. ინფუზიის მინიმალური ხანგრძლივობა(30წთ)უნდა იქნას დაცული.
შემანარჩუნებელი თერაპიის სახით მიიღება ალფა-ლიპოის მჟავა 300-600მგ პერორალურად.
ერთი 50მლ-იანი საინექციო ფლაკონი შეიცავს 1167,7მგ ალფა-ლიპოის მჟავის მეგლუმინის მარილს (რაც შეესაბამება 600მგ ალფა-ლიპოის მჟავას)
სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
თიოგამა ® ტურბო. აქტიური ინგრედიენტი: ალფა-ლიპოის მჟავა 600მგ. გამოყენების ჩვენება:დიზესთეზია დიაბეტური პოლინეიროპათია. თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. Wörwag Pharma GmbH & Co. KG, 71034 Böblingen
10X50 მლ საინფუზიო ხსნარი, 10 შუქისაგან დამცავი პაკეტი, 10 ნემსი ინტრავენური გადასხმისთვის და 10 ვენის ნაკრები