შაქრიანი დიაბეტი იწვევს სისხლში შაქრის მუდმივად ამაღლებას. უმეტეს შემთხვევაში, მეტაბოლური დარღვევა მზაკვრულად ვითარდება და ამიტომ ხშირ შემთხვევაში გვიან ვლინდება.
დიაბეტის თანმხლები დაავადებები - როგორია დიაბეტთან დაკავშირებული რისკები?

სისხლში, შაქრის ცუდად კონტროლირებადი დონის რისკებია თანმხლები დაავადებები, რომლებიც ხშირად უფრო საშიშია, ვიდრე თავად დიაბეტი. დიაბეტის სხვადასხვა თანმხლები დაავადებების მიზეზი ყოველთვის არის დიაბეტის მქონე პირების სისხლში შაქრის ზედმეტად მაღალი დონე. ეს ნიშნავს, რომ უჯრედები ზედმეტად გადატვირთულია გლუკოზის დაშლის პროდუქტებით, თავისუფლდება ჟანგბადის რადიკალები - უფრო კონკრეტულად: გამოიყოფა სუპეროქსიდური ანიონი- რადიკალები, რაც შემდეგ იწვევს დამატებით გართულებებს. ისინი პირველ რიგში აზიანებენ ფაქიზ სისხლძარღვებს, რაც იწვევს ნერვის დაზიანებას, მხედველობის პრობლემებს და თირკმლის უკმარისობას გრძელვადიან პერსპექტივაში. გულის შეტევა და ინსულტის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება თრომბოზისა და არტერიოსკლეროზის რისკის გამო.
დიაბეტის თანმხლები დაავადებები ბევრ პაციენტში ვლინდება – რისკის ადრეული გამოვლენა ძალიან რთულია.
დიაბეტური ნეიროპათია - დიაბეტით გამოწვეული ნერვის დაზიანება
რადგან, სისხლძარღვები დაზიანებულია სისხლში შაქრის მაღალი დონით, ტაქტილური გრძნობის და კუნთოვან სისტემაზე პასუხისმგებელი ნერვები აღარ მარაგდება საკმარისი ჟანგბადით და ნუტრიენტებით. ჰიპერგლიკემიით გამოწვეულ სხვა მეტაბოლურ პროცესებთან ერთად (მაგალითად, ე.წ. AGE-ის უფრო მეტი წარმოქმნა ანუ მოდიფიცირებული ცილები და/ან ლიპიდები) ეს იწვევს ნერვის თანდათანობით განადგურებას. ერთი მხრივ, AGE (მეტაბოლიზმის ნარჩენები) ზრდის რეაქტიული ჟანგბადის სახეობების ფორმირებას და ხელს უშლის ანტიოქსიდაციურ სისტემებს; მეორეს მხრივ, AGE- ს კვლავ იზრდება ჟანგვითი პროცესების ფონზე, რითაც ქმნის მანკიერ წრეს და იწყება დიაბეტური ნეიროპათია, დიაბეტის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ თანმხლები დაავადება. რომელიც თითქმის ყველა მესამე დიაბეტური პაციენტს აღენიშნება და იწვევს მძიმე შეზღუდვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც უფრო შორს არის ნერვული დაბოლოებები გულიდან, მით უფრო მეტად არიან არასაკმარისი მიწოდების რისკის ქვეშ. შესაბამისად, ზოგადად, ეს გავლენას ახდენს პირველ რიგში ქვედა კიდიურბში არსებულ დელიკატურ ნერვებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტკივილისა და ტემპერატურის შერძნებაზე. სხეულის ავტონომიური ნერვული სისტემაზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ნეიროპათიამ. იგი პასუხისმგებელია ორგანოებისა და სხეულის ფუნქციების ავტონომიურ კონტროლზე, რაც არ იმართება ადამიანის სურვილით.

დიაბეტური ნეიროპათიის სიმპტომები
დიაბეტური ნეიროპათია შეიძლება გამოვლინდეს ყველაზე მრავალფეროვანი გზით, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რომელ ნერვებზე იმოქმედა:
- შეხების, ტკივილის ან ტემპერატურის შეგრძნების დაკარგვა
- კიდურები დაბუჟება ან პარეზი
- ქრონიკული ტკივილი
- კიდურებში ჩხვლა ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება
- არითმია
- შარდის ბუშტის სისუსტე ან ერექციული პრობლემები
ზოგიერთ პირობებში, ადამიანს უჭირს საშიში დიაბეტური ჰიპოგლიკემიის სიმპტომების აღქმა ნერვების დაზიანების გამო. ამ მიზეზით, პრევენცია უკეთესია, ვიდრე მკურნალობა,ამიტომაა პრევენციული მკურნალობა ასე მნიშვნელოვანი.
დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობა სწორი გზით
დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს სამ აუცილებელ მომენტს:
- სისხლში შაქრის რეგულირების ოპტიმიზაცია ცხოვრების წესის შეცვლით და, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების სწორად მორგებით
- სიმპტომური თერაპია შესაბამისი ცენტრალური მოქმედების მედიკამენტებით
- პათოგენური მეტაბოლური პროცესების ბლოკირება ბენფოთიამინით, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუარესება და გვიან ეფექტების აღმოცენება
დიაბეტური ტერფი - დიაბეტური ნეიროპათიის ხშირი შედეგი
დიაბეტური ნეიროპათიით ან იშვიათ შემთხვევებში პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადებით, ნერვების ცუდად ფუნქციონირებამ შეიძლება მძიმე შემთხვევებში გამოიწვიოს ფეხის ამპუტაცია. მას შემდეგ, რაც ნერვები ფეხი იწყებს რღვევას, პაციენტები აღარ გრძნობენ დაზიანებებს და კარგავენ ზეწოლის შეგრძნებას. ჭრილობები ადვილად შეიძლება დაინფიცირდეს და ძალიან ნელა მოშუშდეს სისხლის ცუდი მიმოქცევის გამო. აბსცესები შეიძლება ჩამოყალიბდეს ჭრილობების ირგვლივ და დააზიანოს ქსოვილები და ძვლები, ისე რომ კიდურის გადარჩენა შეუძლებელი ხდება. პრევენცია და ტერფების რეგულარული შემოწმება აუცილებელია. ამის გაკეთებით, მცირე დაზიანებებიც შეიძლება ადრე აღმოჩინოთ და საშიში ანთებითი პროცესი თავიდან ავიცილოთ.
თრომბოზის და პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადების რისკი, როგორც დიაბეტის თანმხლები დაავადება
სისხლძარღვების კედლების დაზიანება დროთა განმავლობაში იწვევს კალციუმის დეპოზიტების წარმოქმნას - და არტერიოსკლეროზის განვითარებას. ეს პროცესი ხელს უშლის სისხლის ნაკადის მოდინებას არტერიების შევიწროების გამო. შედეგად კი საკმარისი ჟანგბადი ვერ მიაღწევს იმ ადგილებს, სადაც მიწოდება სასწრაფოდ საჭიროა. გარდა ამისა, შესაზლოა სისხლის კოლტების დალაგება კალციუმის დეპოზიტებზე. გულის შეტევის ან ინსულტის რისკი, რომელიც გამოწვეულია თრომბოზით და კალციუმის დეპოზიტებით მკვეთრად იზრდება. მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები, კერძოდ, მიდრეკილნი არიან ინსულტისკენ, რადგან მათ ხშირად აქვთ თანმხლები ლიპიდური მეტაბოლიზმის დარღვევები და მაღალი წნევა. 1-ლი ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები ასევე უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე ისინი, ვისაც არ აქვთ დიაბეტი.
პრევენცია და ტერფების რეგულარული შემოწმება აუცილებელია. ამის გაკეთებით, მცირე დაზიანებები შეიძლება ადრევე გამოვლინდეს და საშიში ანთება თავიდან იქნეს აცილებული.
გარდამავალი კოჭლობა როგორც დიაბეტურის თანმხლები დაავადება
თუ სისხლძარღვების შევიწროება ხდება ქვედა კიდურების არტერიებში, მდგომარეობა ცნობილია როგორც პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადება (PAOD). თავდაპირველად, ის ვლინდება როგორც სიცივისა და ჩხვლეტის შეგრძნება, მოგვიანებით, როგორც ფეხის ტკივილი, განსაკუთრებით სიარულის დროს. ამიტომ, დაზარალებულებმა ხშირად უნდა შეისვენოს. შორსწასულ სტადიაზე ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების სრული ნეკროზი, რაც იწვევს დაზარალებული ფეხის ან ტერფის ამპუტაციას. რადგან საწყისი სიმპტომები მხოლოდ მას შემდეგ ვლინდება, რაც არტერიის 90 პროცენტის ბლოკირება ხდება, ადრეული პრევენცია აუცილებელია გვიან გართულებების თავიდან ასაცილებლად.
დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაზიანება - დიაბეტური ნეფროპათია, როგორც მეორადი დაავადება
სისხლში შაქრის მუდმივად მომატებული დონის შედეგად გამოწვეული სისხლძარღვების კედლების დაზიანება ასევე გავლენას ახდენს თირკმელების დელიკატურ სისხლძარღვებზე (კაპილარებზე).როდესაც თირკმლის ფილტრაციული აპარატი თანდათანობით წყვეტს ფუნქციონირებას, სხეულის დეტოქსიკაცია, სტაბილურად უარესდება.დიაბეტის მქონე დაახლოებით ათი პირიდან ერთს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაზიანება. დაზიანება შეიძლება იყოს დიაბეტის ადრეულ ეტაპზე და პროგრესირებდეს ჩივილების გარეშე. ტიპიური სიმპტომები და ინტოქსიკაციის ნიშნები, როგორიცაა თვალებისა და კანის ყვითელი შეფერილობა, ბევრ პაციენტში ჩნდება მხოლოდ გვიან კლინიკურ სტადიაზე. უარეს შემთხვევაში, თირკმლის ფუნქცია შეიძლება მთლიანად შეწყდეს. შემდეგ ერთადერთი საშუალებაა დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა. დაავადების ადრეულ ეტაპებზე სისხლის ანალიზი უკვე შეიძლება მიუთითოს არსებულ მდგომარეობაზე და ამიტომ რეგულარულად უნდა ჩატარდეს.
ბადურის დაზიანება, როგორც დიაბეტის მეორადი დაავადება - დიაბეტური რეტინოპათია
ბადურის კაპილარები ასევე განიცდიან ზეგავლენას სისხლში შაქრის მომატებული დონის შედეგად. დიაბეტური რეტინოპათია სიბრმავის ხშირი მიზეზია. ბადურის პატარა, ფაქიზი არტერიები ნადგურდება და იქმნება ანევრიზმები და სისხლძარღვთა ოკლუზიები. დაზიანებული არტერიების საკომპენსაციოდ, წარმოიქმნება ახალი არტერიები, თუმცა ისინი ადვილად შეიძლება დაზიანდეს და გამოიწვიოს ბადურის აშრევება.სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, ლაზერული მკურნალობა ხელს შეუშლის ბადურის სიმპტომების გაუარესებას.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელს უწყობს დიაბეტის თანმხლები დაავადებების თავიდან აცილებას
არსებობს გარკვეული ზომები, რომელთა მიღებაც დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს შეუძლიათ დიაბეტის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა მეორადი დაავადებების დაწყების თავიდან ასაცილებლად (მათი განვითარების ან მათი პროგრესირების რისკის შემცირება).
- ალკოჰოლისა და სიგარეტისგან თავშეკავება
- ჯანსაღი, დაბალანსებული კვება
- ვარჯიში და ჭარბი წონის თავიდან აცილება
- კარგად დარეგულირებული სისხლში შაქარი, არტერიული წნევა და ლიპიდური დონე
მოწევა გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე, დამატებით საფრთხეს უქმნის არტერიებს, რომლებიც უკვე დაზიანებულია სისხლში შაქრის მომატებული დონით. დიაბეტური ნეიროპათიის არსებობის შემთხვევაში განსაკუთრებით თავიდან უნდა იქნას აცილებული ნეიროტოქსინი- ალკოჰოლი. ღვიძლი (სასმელის მოხმარების შემდეგ ალკოჰოლს შლის) ამ დროის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის ამოცანას დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიაბეტის გარკვეული მედიკამენტების მიღებამ ასევე შეიძლება დააზიანოს სისხლძარღვები - აქტიური ნივთიერება მეტფორმინი ამცირებს ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავის დონეს. თუმცა, ეს ვიტამინები პასუხისმგებელნი არიან ჰომოცისტეინის მეტაბოლიზმის რეგულირებაზე. უფრო მაღალი ჰომოცისტეინის კონცენტრაციამ შეიძლება, თავის მხრივ, დააზიანოს სისხლძარღვი. ამრიგად, ირიბად მედიკამენტი უნებლიედ იწვევს ტიპურ დიაბეტურ თანმხლები დაავადებების განვითარებას .ამიტომ აუცილებელია სისხლის ანალიზის ჩატარება მეტად მნიშვნელოვანი B ჯგუფის- ვიტამინების რაოდენობის განსასაზღვრად.
Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს.www.woerwagpharma.ge მოწოდებული მასალა არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.