დიაბეტური პოლინეიროპათია დიაბეტის ფართოდ გავრცელებული მეორადი გართულებაა. ტიპი 1 ან მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე სამი პაციენტიდან დაახლოებით ერთში გვხვდება სერიოზული ნერვულ დარღვევა. დიაბეტური ნეიროპათია გამოწვეულია პროცესებით, რომლებიც ვითარდება სისხლში შაქრის მუდმივად მომატებული დონის შედეგად: სისხლძარღვები და ნერვები ზიანდება გლუკოზის მავნე მეტაბოლიტების მიერ. შედეგები მოიცავს დაბუჟების შეგრძნებას, უჩვეულო შეგრძნებებს, დაწყებული ჩხვლეტით- დამთავრებული ტკივილით, ასევე მოტორული დარღვევებით კიდურებში. პოლინეიროპათიის პროგრესირებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები და კიდურების დაკარგვაც კი. აქ გაეცნობით სწორი დიეტის გადამწყვეტ როლს, B1 ვიტამინის დეფიციტის კომპენსაციას და თუ როგორ შეიძლება არსებული პოლინეიროპათიის მკურნალობა!
პოლინეიროპათია და B1 ვიტამინი - რატომ უნდა იყვნენ დიაბეტით დაავადებულები ფხიზლად B1 ვიტამინის დეფიციტისას

რა არის ვიტამინი B1 და რა ფუნქციები აქვს მას?
ვიტამინი B1 ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს ჩვენს ორგანიზმში ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ეს ხელს უწყობს საკვებით მიღებული ნახშირწყლების დაშლას და მათ ენერგიად გადაქცევას. გარდა ამისა, ვიტამინი B1 გავლენას ახდენს გარკვეული მესინჯერების გათავისუფლებაზე, სხვათა შორის, და ამით ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში.
რადგან ვიტამინი B1 შეიძლება ინახებოდეს სხეულში მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ის ყოველდღიურად უნდა იქნეს მოხმარებული საკვებით. ვიტამინი B1 საჭიროა გლუკოზის დაშლისთვის - ამგვარად, თუ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მეტაბოლიზებაა საჭირო, შეიძლება გაჩნდეს B1 ვიტამინის საჭიროება. ეს ასევე შეიძლება მოხდეს ჰიპერგლიკემიურ მდგომარეობაში მყოფ დიაბეტის მქონე პაციენტებში. შესაბამისად, ვიტამინი B1-ის მაღალი საჭიროება ხშირად არ შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს"ნორმალური" ყოველდღიური მიღებით 1-დან 1.3 მგ-მდე, როგორც რეკომენდებულია გერმანიის კვების საზოგადოების (DGE) მიერ ჯანმრთელი მოზრდილებისთვის.
დიაბეტური ნეიროპათიის სიმპტომები
დიაბეტური ნეიროპათია შეიძლება გამოვლინდეს ყველაზე მრავალფეროვანი გზით, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რომელ ნერვებზე იმოქმედა:
- შეხების, ტკივილის ან ტემპერატურის შეგრძნების დაკარგვა
- კიდურები დაბუჟება ან პარეზი
- ქრონიკული ტკივილი
- კიდურებში ჩხვლა ან ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება
- არითმია
- შარდის ბუშტის სისუსტე ან ერექციული პრობლემები
ზოგიერთ პირობებში, ადამიანს უჭირს საშიში დიაბეტური ჰიპოგლიკემიის სიმპტომების აღქმა ნერვების დაზიანების გამო. ამ მიზეზით, პრევენცია უკეთესია, ვიდრე მკურნალობა,ამიტომაა პრევენციული მკურნალობა ასე მნიშვნელოვანი.
დიაბეტით დაავადებულები მიეკუთვნებიან B1 ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკის ჯგუფს
დაბალანსებული დიეტის ფონზეც კი, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ B1 ვიტამინის დეფიციტს. ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი, ყავა ან შავი ჩაი, შეიძლება აფერხებდეს B1 ვიტამინის შეწოვას და/ან გამოყენებას, როდესაც მათ რეგულარულად ან დიდი რაოდენობით მოიხმარენ. მაგრამ მეტაბოლური დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, შეიძლება ასევე იყოს თიამინის დეფიციტის მიზეზი. ერთი სამეცნიერო კვლევა აჩვენებს, რომ დიაბეტით დაავადებულები ხშირად ებრძვიან B1 ვიტამინის დაბალ დონეს. ამის მიზეზი არის გაზრდილი საჭიროება ერთი მხრივ გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევის გამო, მეორეს მხრივ თირკმელების მეშვეობით წყლის ხსნადი ვიტამინის გაზრდილი გამოყოფა. რისკის ამ წყაროების გამო, დიაბეტით დაავადებულებზე განსაკუთრებით ხშირად მოქმედებს B1 ვიტამინის დეფიციტი და მისი სერიოზული შედეგები და ამიტომ უნდა მიიღონ ეფექტური პრევენციული ზომები.

დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობა სწორი გზით
დიაბეტური ნეიროპათიის მკურნალობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს სამ აუცილებელ მომენტს:
- სისხლში შაქრის რეგულირების ოპტიმიზაცია ცხოვრების წესის შეცვლით და, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტების სწორად მორგებით
- სიმპტომური თერაპია შესაბამისი ცენტრალური მოქმედების მედიკამენტებით
- პათოგენური მეტაბოლური პროცესების ბლოკირება ბენფოთიამინით, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუარესება და გვიან ეფექტების აღმოცენება
Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს.www.woerwagpharma.ge მოწოდებული მასალა არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.