დიაბეტის თანმხლები დაავადებები

როგორ შეუძლიათ დიაბეტით დაავადებულებს ფეხის ტერფის დაცვა ზაფხულში

წაკითხვის დრო 0 წუთი
გააზიარეთ

როდესაც გარეთ იწყებს გათბობას, არაკომფორტულია დახურული ფეხსაცმლის ხმარება: დრო მოდის სანდლების ჩაცმის, სანაპიროზე სეირნობის და მზის აბაზანების მიღების. მაგრამ ფეხშიშველი სიარულის სეზონი ბევრ რისკს უქმნის დიაბეტით დაავადებულთა დაუცველ ფეხებს. ეს რჩევები დაგეხმარებათ გაატაროთ ზაფხული ჯანსაღი ტერფებით.

 

გვერდის შინაარსი

სამიდან დაახლოებით ერთი დიაბეტის მქონე ადამიანს აქვს ნეიროპათია, რომელიც, როგორც წესი, პირველად შესამჩნევი ხდება ტერფებში მგრძნობელობის დაკარგვით. გამოიხატება ჩხვლეტის, წვის, დაბუჟების შეგრძნებით ან მგრძნობელობის შემცირებით: შეხება, ტკივილი და ტემპერატურა აღარ აღიქმება სწორად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებები, რომლებიც შეუმჩნეველი რჩება. კანი ხშირად ზედმეტად მშრალი და დამსკდარია იმის გამო, რომ ასევე დაზიანებულია მცირე ნერვული ბოჭკოები, რომლებიც ააქტიურებენ ოფლის ჯირკვლებს. ფაქტორთა ეს კომბინაცია ზრდის საკმაოდ მძიმე დიაბეტური ტერფის სინდრომის რისკს, რაც განსაკუთრებით მაღალია ზაფხულში.

 

დიაბეტური ტერფის სინდრომის რისკი განსაკუთრებით მაღალია ზაფხულში. 

feet01.jpg
საზაფხულო რჩევები დიაბეტით დაავადებულთა ტერფებისთვის

ამ რჩევებით, რისკის ქვეშ მყოფი ტერფებისთვის,ზაფხულმა შეიძლება უსაფრთხოდ გაიაროს:

ნუ ივლით ფეხშიშველი: ადვილია ტერფი დაიზიანოთ სანაპიროზე ან ბალახზე არსებულ მასრ საგნებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჭრილობები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველირჩება. ანალოგიურად, შეიძლება გაუცნობიერებლად განიცადოთ ძლიერი დამწვრობა ცხელ ქვიშაზე ან ფილებზე.

თუ სანდლების მსგავსი ღია ფეხსაცმელები გაცვიათ, უნდა დარწმუნდეთ, რომ შესაკრავი არ იჭრება თქვენი ფეხების კანში და  პატარა ქვები ვერ მოხვდება ფეხსაცმელში.

მზის აბაზანების მიღებისას ფეხები კარგად უნდა იყოს დაცული ულტრაიისფერი სინათლისგან. იმის გამო, რომ ძლიერი მზის დამწვრობაც კი შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს და საფრთხე შეუქმნას მგრძნობიარე ტერფებს.

ტერფები უნდა შემოწმდეს და მოვლილ იქნას ყოველდღიურად  როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. ეს მოიცავს კრემებს, რომლებიც ატენიანებს მშრალ ფეხებს. თუ შეამჩნევთ ტერფის დაზიანებებს, დრო არ დაკარგეთ რომ ექიმმა სწრაფად დაიწყოს მკურნალობა.

ფეხის ვარჯიშები ეწინააღმდეგება კუნთების რღვევას  და, შესაბამისად მათ არასწორ პოზიციას. რჩევა: ვებგვერდი www.milgamma.ge. აქვს ვიდეო შესაფერისი სავარჯიშოებით თქვენი ტერფებისთვის.

შეაჩერე ნერვის დაზიანება

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შეჩერდეს ნერვის დაზიანების პროგრესირება. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სისხლში შაქრის დონის მართვა, რამდენადაც შესაძლებელია. მსუბუქი საზაფხულო საკვები დაფუძნებული ხმელთაშუა ზღვის მოდელზე, რაც მოიაზრებს  უამრავ ახალ ბოსტნეულს, სალათებს, თევზს და ზეითუნის ზეთს შეუძლია დიდი გავლენის მოხდენა ამ მხრივ. ვარჯიში ასევე ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცირებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიაბეტი ხშირად ასოცირდება B1 ვიტამინის დეფიციტთან, რაც ხელს უწყობს ნეიროპათიებს; "ნერვის ვიტამინის" საჭიროება იზრდება, რადგან დიაბეტით დაავადებულები ხშირად თირკმელების მეშვეობით უფრო მეტად გამოყოფენ მას, ვიდრე ჯანმრთელ პირები (1). ასევე ორგანიზმს შეუძლია შეიწოვოს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ჩვეულებრივი ვიტამინი B1. აქედან გამომდინარე, ვიტამინი B1-ის წარმოურბული ბენფოთიამინი, რომელიც  შეიწოვება ხუთჯერ უკეთესად ვიდრე ვიტამინი B1, (2), რეკომენდირებულია, როგორც ნერვის დაზიანების გამომწვევი ვიტამინ B1-ის დეფიციტის  კომპენსაციის გზა. 
 

წყაროები
1 Thornalley PJ, Babaei-Jadidi R, Al Ali H et al. High prevalence of low plasma thiamine concentration in diabetes linked to a marker of vascular disease. Diabetologia 2007; 50: 2164-2170 

2 Schreeb K.H. et al. Comparative bioavailability of two vitamin B1 preparations: benfotiamine and thiamine mononitrate. Eur J Clin Pharmacol 1997; 52:319-320

 

Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს.www.woerwagpharma.ge მოწოდებული მასალა არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.

გააზიარეთ
ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ!
კონტაქტი