დიზესთეზია დიაბეტური პოლინეიროპათიისას.
დიაბეტური პოლინეიროპათიის დროს დიზესთეზიისას (არასასიამოვნო შეგრძნება შეხებისას) რეკომენდებული დღიური დოზა ზრდასრულებში არის თიოგამას® ერთი შემოგარსული ტაბლეტი დღეში(შეესაბამება 600 მგ ალფა ლიპოის მჟავას), რომელიც რეკომენდებულია მიღებულ იქნეს მთლიანად, პირველ კვებამდე 30 წუთით ადრე, უზმოდ საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. საკვებთან ერდროულად მიღებისას შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის შეწოვა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭის გახანგრძლივებული დაცლა. მძიმე დიზესთესიისას მკურნალობის დაწყება უკეთესია საინფუზიო ფორმით.
ვინაიდან დიაბეტური პოლინეიროპათია ქრონიკული დაავადებაა, შეიძლება საჭირო გახდეს ხანგრძლივი თერაპია.
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 600 მგ ალფა-ლიპოის მჟავას. სხვა ინგრედიენტების სანახავად,გთხოვთ გაეცანით ინსტრუქციას.
თიოგამა® 600 ტაბლეტი. აქტიური ნივთიერება: ალფა ლიპოის მჟავა 600 მგ. თერაპიული ჩვენება: დიზესთეზია დიაბეტური ნეიროპათიისას. თუ გაქვთ შეკითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გთხოვთ გაეცნოთ ინსტრუქციას და ჰკითხოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
Wörwag Pharma GmbH & Co. KG, 71034 Böblingen
100 შემოგარსული ტაბლეტი