მეთფოგამა® 1000 პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრით. ჩვეულებრივ საწყის დოზას წარმოადგენს 500-1000მგ (1/2-1 ტაბლეტი) დღე-ღამეში, შესაძლებელი დოზის შემდგომი ზრდა თერაპიის ეფექტურობის გათვალისწინებით.
შემანარჩუნებულ დღე-ღამურ დოზას შეადგენს 1-2გ (1-2 ტაბლეტი). მაქსიმალური დღე-ღამური დოზა არის 3გ (3 ტაბლეტი), უფრო მაღალი დოზების დანიშვნა ხელს არ უწყობს განხორციელებული მკურნალობის ეფექტის ზრდას.
მეთფოგამას® ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს საჭმლის დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (ერთი ჭიქა წყალი). მკურნალობის კურსი არის ხანგრძლივი.
ლაქტოაციდოზის განვითარების მომატებული რისკის გამო, პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს მძიმე მეტაბოლური დარღვევების დროს
მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, მიდრეკილება კეტოაციდოზის მიმართ (განსაკუთრებით ავადმყოფებში, რომლებსაც აქვთ წონის სიჭარბე), დიეტოთერაპიის შემთხვევაში.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
Wörwag Pharma GmbH & Co. KG, 71034 Böblingen
აქტიური ნივთიერება: მეთფორმინი 1000 მგ
სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
N180 ტაბლეტი