მეთფოგამა® არის პრეპარატი, რომელიც დიაბეტით (შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2 მოზრდილებში) დაავადებულებში სისხლში აქვეითებს გლუკოზის მაღალ დონეს. განსაკუთრებით კი ჭარბწონიან პაციენტებში, რომლებშიც ვერ მიიღწევა სისხლში გლუკოზის ადექვატური დონე მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით.
მეთფოგამა® 850 გამოიყენება როგორც ცალკე (მონოთერაპიაში), ასევე კომბინაციაში გლუკოზის დამწევ სხვა საშუალებებთან ან ინსულინთან ერთად.
მას შემდეგ, რაც დიაბეტით დაავადებულებში დადგინდება დიეტის არაეფექტურობა (შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2), შესაძლებელია დიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამოვლენის სიხშირის შემცირება მეტფორმინით მკურნალობისას.
აქტიური ნივთიერებია: მეთფორმინი 850 მგ
სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
Wörwag Pharma GmbH & Co. KG, 71034 Böblingen