მაგნიუმის შემცველი ტაბლეტები მაგნიუმის დეფიციტის სამკურნალოდ.
მაგნეროტი® გამოიყენება კომპლექსური მკურნალობისას მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის ქრონიკული უკმარისობის, მაგნიუმის დეფიციტით გამოწვეული არითმიის, სპასტიური მდგომარეობის (მათ შორის ანგიოსპაზმის), ათეროსკლეროზის, არტერიიტის, დისლიპიდემიის პროფილაქტიკისა და თერაპიისათვის.
მაგნიუმის დეფიციტის შესავსებად: მიიღება 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში პირველი კვირის განმავლობაში(შეესაბამება196.8 მგ ან 8.1 მმოლ მაგნიუმს ). ამის შემდეგ მაგნიუმის დონის შესანარჩუნებლად:მიიღება 2 ან 3 ტაბლეტი დღეში (შეესაბამება 98.4 მგ ან 4.05 მმოლ მაგნიუმს).
მაგნეროტი® რეკომენდებულია მიიღოთ სითხესთან ერთად.
1 ტაბლეტი შეიცავს: 500 მგ მაგნიუმის ოროტატის დიჰიდრატს (ექვივალენტური 32,8 მგ ან 1,35 მმოლ მაგნიუმისა). სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
მაგნეროტი®. . თუ გაქვთ შეკითხვა რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გთხოვთ გაეცნოთ ინსტრუქციას ან კონსულტაცია გაიაროთ ფარმაცევტთან/ექიმთან.
Wörwag Pharma GmbH & Co. KG, 71034 ბობლინგენი
20 ტაბლეტი
50 ტაბლეტი