დიაბეტის თანმხლები დაავადებები

როგორ უნდა დაიცვათ კუნთები მაგნიუმის დეფიციტისგან

წაკითხვის დრო 0 წუთი
გააზიარეთ
[Translate to English:]

მაგნიუმი ჩვენს ორგანიზმში უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.ის მონაწილეობს ჩვენი უჯრედების „ელექტროსადგურებში“, მიტოქონდრიებში, შეუცვლელი ენერგიის გამომუშავებაში, რომელიც საჭიროა ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესისთვის.

მაგნიუმი

  • ააქტიურებს დაახლოებით 600 ფერმენტს ჩვენს ორგანიზმში,
  • უზრუნველყოფს, ჰორმონების, მაგალითად ინსულინის შენახვას და გამოიყოფას,
  • მონაწილეობს ნერვული მესენჯერების , მაგალითად სეროტონინის გამომუშავებაში,
  • იცავს ჩვენს გულის კუნთს სტრესისგან და
  • კალციუმთან ერთად უზრუნველყოფს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

რა არის მაგნიუმის ფუნქცია ჩვენს კუნთებში?

მაგნიუმის და კალციუმის კარგი ბალანსი აუცილებელია  კუნთების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. მაშინ, როცა კალციუმი პასუხისმგებელია კუნთების დაძაბულობაზე, მაგნიუმი პასუხისმგებელია კუნთების მოდუნებაზე. ის აკონტროლებს იმპულსების გადაცემას ნერვებიდან კუნთებზე, უზრუნველყოფს კალციუმის მუდმივი შემოდინების თავიდან აცილებას და ნერვის აგზნებადობის კიდევ ერთხელ დაქვეითებას - რაც იწვევს სასურველ რელაქსაციას. გერმანიის კვების საზოგადოება, ჯანსაღი მოზრდილებისთვის,  გვირჩევს მაგნიუმის დღიურ მიღებას 300-400 მგ-ს ასაკისა და სქესის მიხედვით. 
 

მაგნიუმის  დეფიციტისას, კუნთში არის  კალციუმის სიჭარბე და ის სრულად ვეღარ მოდუნდება. ეს იწვევს მტკივნეულ კრუნჩხვებს (კრამპებს).

წვივის კუნთის კრუნჩხვები და სხვა ნიშნები: მაგნიუმის დეფიციტის სიმპტომები
  • დაღლილობა
  • გამოფიტვა
  • კრუნჩხვები წვივებში, ფეხის თითებსა და ტერფებში
  • გულის არითმია ან ტაქიკარდია
  • მაღალი წნევა
  • კუნთების კრუნჩხვა თვალების ან პირის კუთხეებში

მაგნიუმის მცირე დეფიციტიც კი იწვევს ენერგიის წარმოების შემცირებას ჩვენს უჯრედულ „ელექტროსადგურებში“ და შეიძლება ხელი შეუწყოს არასპეციფიკურ დაღლილობას, რაც ყოველთვის არ არის პირდაპირ ასოცირებული მაგნიუმის უკმარისობასთან. დეფიციტი უფრო ნათელი ხდება, როდესაც კუნთები იწყებს კრუნჩხვას, განსაკუთრებით ძილის დროს, როდესაც მაგნიუმის დონე ეცემა. მაგნიუმის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს წვივების, ფეხის თითების და ფეხის კრუნჩხვები (კრამპი).
 

არითმია, ტაქიკარდია და მაღალი არტერიული წნევა შეიძლება დაკავშირებული იყოს მაგნიუმის დეფიციტთან – რადგან გული არის „მხოლოდ“ კუნთი, რომელიც დამოკიდებულია რეგულირებულ დაძაბულობასა და რელაქსაციაზე, ისევე როგორც ელექტროლიტების ნორმალურ კონცენტრაციაზე. მაგნიუმის დეფიციტის სხვა სიმპტომებია კუნთების უმნიშვნელო კრუნჩხვები თვალებისა და პირის კუთხეებში. უახლესი კვლევის თანახმად, მოუსვენარი ფეხების სინდრომით დაავადებულ ადამიანებზე სასარგებლოდ მოქმედებს  მაგნიუმის მიღება. ქალებში მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება გააძლიეროს მენსტრუალური ტკივილი და გამოიწვიოს ორსულობის დროს ნაადრევი კუმშვები.
 

განსაკუთრებით ვინ არის მაგნიუმის დეფიციტის რისკის ქვეშ?

მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც მასზე მოთხოვნილება მოულოდნელად იზრდება და ნორმალური კვება ვეღარ უზრუნველყოფს მის საკმარის რაოდენობას. თქვენ მაგნიუმის დეფიცის  რისკის ქვეშ ხართ, თუ თქვენ 

  •  ხართ ორსული, მეძუძური ან იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეფციას,
  • ვარჯიშობთ ბევრს,
  • გაქვთ სტრესი,
  • ხართ ხანდაზმული,
  • კარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს (გაძლიერებული ოფლიანობა, შარდვა, ღებინება ან დიარეა);
  • გაწუხებთ ისეთი დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, აივ, ავთვისებიანი სიმსივნე ან ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებები, ან
  • იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში..

მედიკამენტების ეს ჩამონათვალი შეიცავს დიურეტიკებს, რომლებიც ასევე იწვევენ ორგანიზმიდან მეტი მაგნიუმის გამოყოფას. გარდა ამისა, პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას ციტოსტატიკური საშუალებებით, როგორიცაა ცისპლატინი ან იღებენ კორტიკოიდებს, გამოყოფენ მეტ მაგნიუმს.
 

მაგნიუმის დეფიციტი გარკვეული დაავადებების დროს

მაგნიუმის დეფიციტს განსაკუთრებით განიცდიან 1 და 2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები. მათგან 60 პროცენტზე მეტს აქვს მაგნიუმის დეფიციტი, რადგან მათი მდგომარეობისა და მედიკამენტების მიღების გამო, მათი თირკმელები გამოტოფს უფრო მეტი მინერალს, მათ შორის მაგნიუმს, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანები. ადამიანები, რომლებსაც აქვთ აივ, ავთვისებიანი სიმსივნე და ღვიძლის ან პანკრეასის დაავადებები, ნაკლებ მაგნიუმს შეიწოვენ.
 

მაგნიუმი და კონტრაცეფცია

ქალები, რომლებიც ორალურ კონტრაცეპტივებს იღებენ დიდი ხნის განმავლობაში, შეიძლება განიცდიდნენ მაგნიუმის დეფიციტს და მათთვის შეიძლება პრობლემატურ ჩანდეს მაგნიუმის მიღება ორალურ კონტრაცეპტივთან ერთად. მიზეზი არის ის, რომ მაგნიუმის ზედმეტად მაღალი დოზა პირდაპირ გამოიყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. თუ ეს მოხდება მაშინ, როდესაც ორალური კონტრაცეპტივი მხოლოდ ნახევრად არის შეწოვილი ის კარგავს ეფექტურობას. თუმცა, თუ ყურადღება მიექცევა მაგნიუმის სწორი დოზის შერჩევას, აღარ იარსებებს რისკი იმისა, რომ მან გავლენა მოახდინოს კონტრაცეპტივის ეფექტზე.
 

bike01.jpg
რას უნდა მიაქციონ ყურადღება სპორტსმენებმა მაგნიუმის დეფიციტის შემთხვევაში?

მათში, ვინც ძალიან აქტიურად ცხოვრობს, არა მხოლოდ ძაბავენ კუნთებს, არამედ ოფლიანობენ - მაგნიუმის მოთხოვნილება მკვეთრად იზრდება. მაგნიუმის დეფიციტი უფრო ხშირად  გვხვდება სპორტსმენებში, რომლებიც ხანგტძლივად ვარჯიშობენ და სხეულს დიდი ხნის განმავლობაში ძაბავენ. მაგნიუმი ეხმარება მათ გააძლიერონ ელასტიურობა და რეგენერაციული შესაძლებლობები.
 

იზოტონური სპორტული სასმელების უმეტესობა, რომელსაც ხშირად სთავაზობენ სპორტსმენებს, შეიცავს დაბალი რაოდენობით მაგნიუმს და აქვს შაქარის დიდი რაოდენობას. იმის გამო, რომ სხეულს არ აქვს ბევრი რესურსი საჭმლის მონელებისთვის ვარჯიშის დროს, ოპტიმალური ეფექტისთვის უნდა იქნას მიღებული მაგნიუმის შემცველი სასმელები, განსაკუთრებით რეგენერაციის ფაზაში.
 

მაგნიუმის დეფიციტის სპეციფიკური პროფილაქტიკა და კუნთების ფუნქციის გაძლიერება

დაბალანსებული დიეტა, რომელიც მოიცავს მაგალითად:

  •  ხორბლის თესლის ჩანასახს,
  • ავოკადოს,
  • მზესუმზირის და გოგრის თესლს და
  • მაგნიუმით მდიდარ მინერალურ წყალს

 

მენიუში, აკმაყოფილებს მაგნიუმის ნორმალურ მოთხოვნილებას და ამცირებს მაგნიუმის დეფიციტის რისკს. თუმცა, თუ მაგნიუმზე მოთხოვნილება გაიზარდა ან უკვე არსებობს მაგნიუმის დეფიციტი, აუცილებელია მაგნიუმის პრეპარატების მიღება ხანმოკლე დროით მაინც, არსებული დეფიციტის სწრაფად შესავსებად. ამ შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული მაგნიუმის დიდი რაოდენობით მიღება ერთბაშად, რადგან მათი უშუალო შეწოვა და გამოყენება შეუძლებელია. მინერალის უმეტესი ნაწილი პირდაპირ გამოიყოფა და შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. მაგნიუმი უკეთესად შეიწოვება, თუ ინდივიდუალური დოზები უფრო მცირეა და მიიღება ნაწილ-ნაწილ დღის განმავლობაში. მაგალითად, შუშხუნა გრანულატი შეგიძლიათ გახსნათ დიდ ჭიქა წყალში ან 500-700 მლ-იან თავსახურიან ბოთლში  და დალიოთ დღის განმავლობაში - რათა მიზანმიმართულად შეავსოთ თქვენი მაგნიუმის დონე.
 

Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge-ზე შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს. www.woerwagpharma.ge-ზე მოწოდებული შინაარსი არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.

გააზიარეთ
ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ!
კონტაქტი