ძვალ-კუნთოვანი სისტემა

არა მხოლოდ კალციუმი - შეინარჩუნეთ ძვლების ჯანმრთელობა D ვიტამინით და მაგნიუმით

წაკითხვის დრო 0 წუთი
გააზიარეთ
[Translate to English:]

65 წელზე უფროსი ასაკის სამიდან თითქმის ერთი ადამიანი ეცემა წელიწადში ერთხელ. არც ისე იშვიათად ეს იწვევს სერიოზულ შედეგებს, როგორიცაა, მაგალითად, ბარძაყის ყელის მოტეხილობა. ეს გამოწვეულია დაცემის რისკის ზრდასთან ერთად, ძვლის სიმკვრივის შემცირებითაც - ძვლები უფრო ადვილად იშლება და რთულად აღდგება. ამის თავიდაც ასაცილებას და ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნებას ადამიანები ხშირად ცდილობენ მიზანმიმართულ კვებით. ბევრი ფიქრობს უპირველეს ყოვლისა კალციუმზე და დღიურად ჭიქა რძის მიღებაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ არის არასწორი, მაგრამ ძვლის ჯანმრთელობაზე მორგებული კვება მოიცავს ბევრად მეტს. ორი ბიოფაქტორი, რომლებიც ისეთივე მნიშვნელოვანია თქვენი ძვლის სტრუქტურისთვის, როგორც კალციუმი, არის ვიტამინი D და მაგნიუმი.

 

მაგნიუმის ნაკლებობა ასუსტებს ძვლებს: იზრდება ძვლების მოტეხილობის რისკი

მაგნიუმის ნაკლებობას არ უნდა მივუდგეთ არასერიოზულად. 2017 წლის ამერიკული კვლევა იუწყება, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მხოლოდ მცირე რაოდენობით მაგნიუმს, უფრო მგრძნობიარენი არიან ძვლის მოტეხილობების მიმართ. კვლევაში მონაწილეობდა 3,700 სუბიექტი, რომელთა საშუალო ასაკი იყო 60 წელზე მეტი. აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებიც შედარებით მაღალი რაოდენობით იღებდნენ მაგნიუმს, 62 პროცენტით ნაკლები აქვთ ძვლების მოტეხილობის რისკი, ვიდრე ქალებს, რომლებიც დაბალი რაოდენობით იღებდნენ მაგნიუმის. მამაკაცებში, ძვლის მოტეხილობის რისკი მცირდება 53 პროცენტით, თუ მათ ისინი იღებენ დიდი რაოდენობით მაგნიუმს. ამ ციფრებზე დაყრდნობა უფრო მყრად შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ მაგნიუმის მიღება ხდება ისეთივე დაბალი რაოდენობით, როგორც ეს აღწერილია კვლევაში: კვლევის მონაწილეთა მხოლოდ 27 პროცენტი იღებდა 420 და 320 მგ დღიურ დოზას, რომელიც რეკომენდებულია ამერიკის ეროვნული კვლევის საბჭოს მიერ.
 

ჯანმრთელმა მოზრდილმა უნდა მიიღოს 300-დან 400 მგ-მდე მაგნიუმი დღეში.

მაგნიუმის ნაკლებობა ასევე გავრცელებულია გერმანიაში

გერმანიაში რეკომენდაციები ოდნავ უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში - ჯანმრთელმა მოზრდილმა, სქესისა და ასაკის მიხედვით, გერმანიის კვების საზოგადოების თანახმად, უნდა მოიხმაროს 300 ან 400 მგ მაგნიუმი დღეში. მამაკაცებს უფრო მეტი მაგნიუმი სჭირდებათ, ვიდრე ქალებს. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში რეკომენდაციები ოდნავ დაბალია, გერმანიაში ყოველი ოთხი მამაკაციდან ერთზე მეტი ვერ აღწევს რეკომენდებულ დღიურ დოზას. ეს 2008 წელს დაადასტურა მაქს რუბნერის ინსტიტუტის მოხმარების ეროვნულმა კვლევამ II. ქალების 29 პროცენტმა ვერ მიაღწია რეკომენდებულ დღიურ დოზას. ხანდაზმულ მოსახლეობაში, იმ ადამიანთა წილი, რომლებსაც უჭირთ მაგნიუმის მოთხოვნილების დაფარვა, კიდევ უფრო მაღალია საშუალო ასაკის ადამიანებთან შედარებით.
 

მაგნიუმის დეფიციტის მიზეზები

მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს საკვები რაციონით არასაკმარისი მიღების ან მაგნიუმის გაზრდილი ექსკრეციის გამო - მაგალითად
 

  • ძალიან მცირე რაოდენობის მიღება საკვების საშუალებით
  • სხვადასხვა დაავადებები
  • მედიკამენტების გვერდითი მოვლენები
რა როლს ასრულებს მაგნიუმი ძვლის სტრუქტურაში?

იმის მიზეზი თუ რატომ არის მაგნიუმის ნაკლებობა პრობლემური ძვლის სტრუქტურისთვის, მარტივად შეიძლება აიხსნას: ჩვენს ორგანიზმში არსებული მაგნიუმი, რომელიც ამჟამად არ გამოიყენება ჩვენი კუნთებისა და ორგანოების მიერ, ან რომელიც ამჟამად სისხლის საშუალებით არ ტრანსპორტირდება ამ ორგანოებისაკენ, ინახება ჩვენს ძვლებში. ეს არის უმეტესი წილი (დაახლოებოთ 60%) იმ 25 გრამი მაგნიუმისა, რომელიც ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ნორმაში გვაქვს. ძვლებში შენახული მაგნიუმი გამოიყენება ძვლის ზრდისა და მინერალიზაციისათვის და ამით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი ჩონჩხის სტაბილიზაციას. იმ შემთხვევაში თუ ორგანიზმს კვებითი რაციონიდან ძალიან ცოტა მაგნიუმი მიეწოდება და თავისუფალი მაგნიუმი ამ მომენტში უკვე ასრულებს ერთ-ერთ მის ფუნქციას, ამ დროს წარმოქმნილი დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენება ძვლებში შენახული მაგნიუმი. თუ რეზერვები ცარიელია დიდი ხნის განმავლობაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები  ძვლის სიმკვრივის შემცირების ხარჯზე და გაზარდოს ოსტეოპოროზის რისკი.
 

ვიტამინი D და მაგნიუმი - სასიცოცხლო ურთიერთქმედება

მაგნიუმს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელითაც არაპირდაპირ სარგებლობენ ჩვენი ძვლები. გერმანიის მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს D ვიტამინის დეფიციტი. 65-დან 79 წლამდე ქალების დაახლოებით 75 პროცენტიც კი განიცდის D ვიტამინის ნაკლებობას. მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს D ვიტამინის მეტაბოლიზმში. D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მაგნიუმის და კალციუმის შეწოვაზე, რადგან ის არის მათი მედიატორი. შედეგად: ამ მინერალების არარსებობის გამო ძვლები ხდება ფოროვანი და მტვრევადი.

milk.jpg
რას უნდა შეიცავდეს ძვლისთვის სასარგებლო დიეტა

თუ გსურთ ყურადღება მიაქციოთ მინერალების მიღებას საკვებიდან, თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დაიწყოთ დღე ზემოთ ნახსენები ჭიქა რძით – რადგან ის შეიცავს არა მხოლოდ ბევრ კალციუმს, არამედ  12 მგ მაგნიუმს 100 გრამზე. უმჯობესია, აიღოთ ჭიქა რძე და ჩაასხით მიუსლიში, რომელიც მზადდება მარცვლეულის ფანტელების, თესლებისა და ხილისგან, რადგან მზესუმზირის თესლში, ბანანში და  შვრიაში დიდი რაოდენობითაა მაგნიუმი. თუმცა, ამავდროულად, ყურადღება მიაქციეთ D ვიტამინის მიღებას, რათა ორგანიზმმა შეძლოს  მინერალების ათვისება. ზაფხულში, ღია ცის ქვეშ გასეირნება ამისთვის საკმარისია: მაისურში 20-დან 30 წუთამდე სეირნობით, ვიღებთ D ვიტამინის დღიურ დოზას. რა თქმა უნდა, ზამთარში, ჩვენს განედზე, მზის გამოსხივება არასაკმარისია იმისათვის, რომ მოხერხდეს აუცილებელი მზის ვიტამინის სინთეზი, შესაბამისად საჭიროა მივიღოთ საკვები დანამატები, რათა შევინარჩუნოთ D ვიტამინის მარაგი წონასწორობაში.

მაგნიუმით მდიდარი საკვები

ეს საკვები შესაფერისია მაგნიუმით მდიდარი დიეტისთვის:

  • რძე
  • შვრიის ფაფა
  • ბანანი
  • მზესუმზირის თესლი
  • კანგაუცლელი მარცვლეული
     
ხელს ვუწყობთ ძვლის მოტეხილობების პრევენციას მაგნიუმით და D ვიტამინით?

მიზნობრივი კვება მაგნიუმის შემცველი პროდუქტებით და D ვიტამინის მიღებით შეიძლება გამოყენებული იქნას ძვლის მოტეხილობის პრევენციისათვის. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ძვლის მოტეხილობები, მიაწოდეთ ორგანიზმს ყველა ბიოფაქტორი, რომელიც მას სჭირდება ჯანსაღი ჩონჩხისთვის. 
 

Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge-ზე შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს. www.woerwagpharma.ge-ზე მოწოდებული შინაარსი არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.
 

გააზიარეთ
ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ!
კონტაქტი