ეპილეფსია: მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზემოთ გაბაგამა® გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული თერაპიის სახით პარციალური ეპილეფსიური (მათ შორის მეორადი გენერალიზაციით მიმდინარე) გულყრების სამკურნალოდ.
პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი:
გაბაგამა® გამოიყენება ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილის მკურნალობაში. პერიფერიული (რომლებიც ძირითადად ფეხბეში და/ან ხელებში ვითარდება) ნეიროპათიური ტკივილი შეიძლება სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს, როგორებიცაა დიაბეტი ან შემომსარტყველი ლიქენი. ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღწერილ იქნეს, როგორც ცხელი, მწველი, თრომბირებული, უეცარი ტკივილი, ჩხვლეტითი, კრუნჩხვითი, ყრუ და ა.შ.
ყოველთვის მიიღეთ გაბაგამა® ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე გაურკვევლობის არსებობისას აუცილებლად დაუკავშრიდით ექიმს.
თქვენი ექიმი შეარჩევს თქვენთვის შესაფერის დოზას.
თუ გრძნობთ, რომ გაბაგამა® -ს ეფექტი ან ძალიან ძლიერია ან სუსტია, დაუკავშირდით ექიმს ან ფარამცევტს.
თუ ხანდაზმული პაციენტი ბრძანდებით (65 წელზე ზემოთ) და თირკმლის პრობლემები არ გაწუხებთ გაბაგამა® ჩვეულებრივად უნდა მიიღოთ.
თირკმლის პრობლემების არსებობისას ექიმმა შეიძლება სულ სხვა დოზირების რეჟიმი და/ან დოზა დანიშნოს.
ყოველთვის გადაყლაპეთ კაფსულა ჭარბი რაოდენობა წყლის მიყოლებით.
განაგრძეთ გაბაგამა® -ს მიღება, მანამ სანამ ექიმი არ გირჩევთ მის შეწყვეტას.
პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი:
მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობა. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..
ეპილეფსია:
უფროსები და მოზარდები:
მიიღეთ კაფსულების რაოდენობა დანიშნულებისამებრ. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..
6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:
თქვენი ბავშვისათვის მისაცემ დოზას დაადგენს ექიმი, რომელიც ბავშვის წონის მიხედვით გამოიანგარიშება. მკურნალობა დაბალი საწყისი დოზით იწყება, რომელიც თანდათანობით გაიზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. ეპილეფსიის საკონტროლო ჩვეულებრივი დოზა არის 25-35 მგ/კგ/დღეში, დღეში სამჯერ, ყოველ დრე დილით, შუადღესა და საღამოს.
აქტიური ნივთიერება – გაბაპენტინი 300მგ
თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
N200 კაფსულა