იმუნური სისტემა

ხშირად გემართებათ სურდო და გრიპი სეზონის მანძილზე? როგორ აძლიერებს თუთია თქვენს იმუნურ სისტემას ხანდაზმულ ასაკში

წაკითხვის დრო 1 წუთი
გააზიარეთ
[Translate to English:]

როცა ამინდი უარესდება, ცაზე მუქი ღრუბლები ჩნდება და ქარი წვიმის წვეთებს გიბერავს სახეში, ეს გაციებისა და გრიპის სეზონის დაწყებას მიანიშნებს. საშუალოდ ზრდასრულ ადამიანი წელიწადში 2-4-ჯერ ცივდება. ზოგიერთი ადამიანი, განსაკუთრებით ხანდაზმულები, თითქმის ყველა გაციებისა და გრიპის აფეთქებაზე“ ავადდებიან. ხშირ შემთხვევაში ამის პრევენცია შესაძლებელია. აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ კავშირის შესახებ თუთიის დეფიციტსა და ინფექციებისადმი დაუცველობას შორის და როგორ შეგიძლიათ მარტივად აიცილოთ მომაბეზრებელი გაციება თავიდან.

tea.jpg
მძიმე და ხშირი გაციება შეიძლება თუთიის დეფიციტის ნიშანი იყოს

ყოველ ზამთარს გაციება და მუდმივი სურდო შეიძლება მიუთითებდეს თუთიის დეფიციტზე. თუთიის დეფიციტის სიმპტომები არ გამოვლინდება მხოლოდ კანზე, თმაზე ან ჭრილობების ცუდად შეხორცებით, ის ასევე ასუსტებს იმუნურ სისტემას.

შედეგი: სუსტი იმუნური სისტემის შემთხვევაში, თქვენ უფრო მგრძნობიარე ხართ გაციების მიმართ - ხშირად გაქვთ ყელის ტკივილი, ხველა და სურდო. თუთიის დეფიციტის გამო დასუსტებული იმუნური სისტემის შეთმხვევაში ვითარდება სხვა ვირუსული ინფექციებიც, როგორიცაა ჰერპესი. 
პრობლემა: თუთიის დონის შემოწმება ჩვეულებრივ არ არის პირველი აზრი, რომელიც თავში მოგვდის გაციების დროს. თუმცა, ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნურ სისტემაში.

თუთიის ფუნქციები ძლიერ იმუნურ სისტემაში

თუთია არის მნიშვნელოვანი მიკროელემენტი იმუნურ სისტემაში და თამაშობს როლს ინფექციებისგან როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ დაცვაში. თუთია განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ გადამწვეტ როლს ასრულებს მაშინაც კი, თუ პათოგენი უკვე შევიდა ორგანიზმში.ის მონაწილეობს იმუნური უჯრედების ფორმირებასა და გააქტიურებაში და ეხმარება მათ დაავადების გამომწვევ პათოგენებთან ბრძოლაში. გარდა ამისა, თუთია აშორებს გაციების გამომწვევ რინოვირუსებს ცხვირის ლორწოვან გარსში არსებულ ICAM რეცეპტორს და აფერხებს მათ რეპლიკაციას. ამიტომ საკმარისი თუთიის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაციებისა და გრიპის სეზონზე!

კვლევა: გაციება უფრო ხანმოკლეა, თუ თუთია მიიღება მაღალი დოზებით

კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ თუთიის დონე პირდაპირ გავლენას ახდენს გაციების მიმდინარეობაზე. ეს დასკვნა დადასტურდა მეტა კვლევით. მკვლევარმა მიშელ საიენსმა, კოლეგებთან ერთად გააანალიზა 17 პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევა, რომელშიც სულ 2121 სუბიექტი მონაწილეობდა. გაანალიზებული კვლევის ერთ-ერთი შედეგი: მოზრდილებში თუთიის მაღალი დოზით მიღებამ, მინიმუმ 75 მგ დღეში, განაპირობა გაციების ხანგრძლივობის საშუალო შემცირება 2,75 დღით. კვლევებში სუბიექტები თუთიას იღებდნენ პერორალურად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შემდეგი დასკვნა: თუთიის დამატება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, როგორც კი დაავადების სიმპტომები გამოჩნდება, რათა მივიღოთ აღნიშნული ეფექტი.
 

თუთია მონაწილეობს იმუნური უჯრედების ფორმირებასა და გააქტიურებაში და ეხმარება მათ დაავადების გამომწვევ პათოგენებთან ბრძოლაში.

ხანდაზმულებს განსაკუთრებით ხშირად ემართებათ თუთიის დეფიციტი

უმჯობესია არ დაელოდოთ დაავადების განვითარებას და დროულად ავიცილოთ ის თავიდან. განსაკუთრებით სიბერეში, იმუნური სისტემის შესაძლებლობები მცირდება და ისეთი ინფექციების რისკი, როგორიცაა გაციება, იზრდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ორგანიზმი, სხვადასხვა ფაქტორების გამო, აღარ იღებს საკმარისი რაოდენობით ყველა საჭირო ვიტამინს და მიკროელემენტს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დაავადებებით, მედიკამენტების გვერდითი მოვლენებით ან საჭმლის მომნელებელი სისტემით, რომლის შეწოვის უნარი შემცირდა. შემცირებული ან შეზღუდული კვებაც კი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი დეფიციტზე. როგორც წესი, ხანდაზმულებს თუთიის დეფიციტის რისკ ჯგუფად აქცევს ამ ფაქტორების კომბინაცია. ძლიერი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად, ხანდაზმულებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება დაბალანსებულ დიეტაზე და ყველა მნიშვნელოვანი ვიტამინისა და მინერალის მიღებაზე.

რამდენად მაღალია თუთიის ყოველდღიური მოთხოვნა

თუთია ორგანიზმში დიდი რაოდენობით არ ინახება და ამის გამო საჭიროა ამ აუცილებელი მიკროელემენტის რეგულარული მიღება. ზრდასრულმა ქალებმა ყოველდღიურად უნდა მიიღონ 7 მგ თუთია, ხოლო მამაკაცებმა ოდნავ მეტი - 10 მგ. ეს რეკომენდირებულია გერმანიის კვების საზოგადოების (DGE) მიერ. ამ ზოგად რეკომენდაციაში მხედველობაში არ მიიღება ინდივიდუალური ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ შეაფერხონ თუთიის შეწოვა და რომლებიც - როგორც ზემოთ აღწერილია - დიდ როლს თამაშობენ ხანდაზმულთა შემთხვევაში. შესაბამისად, ყოველდღიური მოთხოვნილება შეიძლება იყოს უფრო დიდი ცალკეულ შემთხვევებში.
 

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია დაბალანსებული, ნუტრიენტებით მდიდარი დიეტა და ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების - განსაკუთრებით თუთიის - სათანადო მიღება.

veggies.jpg
ეს საკვები შეიცავ დიდი რაოდენობით თუთიას

თუთია ძირითადად გვხვდება ცხოველური წარმოშობის ცილებით მდიდარ საკვებში, როგორიცაა ყველი ან საქონლის ხორცი. ის ასევე გვხვდება ვეგანურ საკვებში, როგორიცაა გოგრის თესლები და შვრია - თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მცენარეული საკვებიდან თუთია ისე კარგად არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ, როგორც ცხოველური წარმოშობის თუთია. მიზეზი: მცენარეულ საკვებში შემავალი ფიტინის მჟავა - რომელიც მცენარეებს სჭირდებათ მათი ზრდისთვის - იკავშირებს მინერალებს, როგორიცაა თუთია, მაგნიუმი და კალციუმი. ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ვერ წყვეტს ამ კავშირს და მინერალები გამოიყოფა გამოუყენებელი სახით. მაგალითად, არაქისი შეიცავს ფიტინის მჟავისა და ფიტატის განსაკუთრებით მაღალ დონეს , ამიტომ თუთიის მაღალი შემცველობის მიუხედავად, 3,4 მგ 100 გ-ზე, ის ძნელად გამოსადეგია ამ მინერალის წყაროდ.

პრევენცია უკეთესია, ვიდრე მკურნალობა: როგორ ავიცილოთ თავიდან გაციება

არსებობს რამდენიმე პრევენციული ღონისძიება, რომლითაც შეგიძლიათ თავი დაიცვათ ვირუსებით ინფიცირებისგან ცივ სეზონზე და წვიმიან ამინდებში. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ხალხის დიდი მასები. თუმცა, თუ ზამთარში პერიოდულად გიწევთ ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობა, ხელების ხშირი დაბანა კარგი გზაა კარის სახელურებით ან ხელის ჩამორთმევით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, უნდა მიიღოთ საკმარისი სითხე, იმისათვის, რომ ლორწოვანი გარსები არ გამოშრეს გახურებული ჰაერით და შეინარჩუნოთ ბუნებრივი დამცავი ფენა. ამისთვის განსაკუთრებით კარგია თბილი მცენარეული ჩაი. არანაკლებ მნიშვნელოვანია დაბალანსებული, ნუტრიენტებით მდიდარი დიეტა და ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების - განსაკუთრებით თუთიის - სათანადო მიღება.
 

Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს.www.woerwagpharma.ge მოწოდებული მასალა არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.

გააზიარეთ
ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ!
კონტაქტი