ჩვენი იმუნური სისტემა გამუდმებით მუშაობს, გვიცავს ისეთი თავდამსხმელებისგან, როგორიცაა ვირუსები, ბაქტერიები და სხვა მიკრობები. ცივ თვეებში ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ სახლში და ერთმანეთთან ახლოს, რამაც შეიძლება დაასუსტოს იმუნური სისტემა. მშრალი, გაცხელებული ჰაერი აშრობს ლორწოვან გარსებს, რაც აადვილებს ვირუსების გავრცელებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმე ხელსახოცის გამოყენების გარეშე აცემინებს. ამ სიტუაციაში იმუნურ სისტემას დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება. შეიტყვეთ, თუ როგორ გვეხმარება თუთია და C ვიტამინი ნორმალური იმუნური სისტემის ფუნქციის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით გრიპის სეზონზე.
როგორ გვეხმარება თუთია და C ვიტამინი გაციების რისკის შემცირებაში?
![[Translate to English:] [Translate to English:]](/fileadmin/_processed_/7/b/csm_tea_8060a2f34d.jpg)
გვერდის შინაარსი
როგორ შევამციროთ გაციების რისკი დროულად
გერმანიაში, როგორც წესი, რესპირატორული ინფექციით მოზრდილები ავადდებიან წელიწადში 2-4ჯერ, ხოლო ბავშვები თორმეტჯერ. ეს ქმნის მუდმივ რისკს. რინოვირუსები სწრაფად ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. 24 საათის განმავლობაში ისინი მრავლდებიან ცხვირსა და ყელის არეში, იწვევენ სიმპტომებს, როგორიცაა ყელის ტკივილი, ხველა და სურდო, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას. ავადობა ჩვეულებრივ გრძელდება 7.4 დღე, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს. იმის გამო, რომ ვირუსები სწრაფად მრავლდება და მუტაციას განიცდის, გრიპის სეზონები ხშირად ხდება სამსახურისა და სკოლის გაცდენის მიზეზი. ადამიანებში, რომლებსაც აქვთ დასუსტებული იმუნიტეტი ან ხშირად ავადდებიან, რესპირატორულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული დაავადებები, როგორიცაა ყურის ანთება ან სინუსიტი. სწრაფი მოქმედება და პრევენციული ზომებია საჭირო იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად.
თუთიის მაღალი დოზები ამცირებს გაციების ხანგძლივობას და ინტენსიურობას
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ თუთია წარმატებით გამოიყენება გაციების თავიდან ასაცილებლად და სამკურნალოდ. კვლევის მონაწილეებში მნიშვნელოვნად შემცირდა ავადობის სიხშირე და მისი შვიდ დღემდე გაგრძელების შანსიც. გარდა ამისა, სიმპტომები გაცილებით მსუბუქი იყო. თუმცა ამ შედეგისათვის თუთია უნდა მივიღოთ გაციების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე და მისი დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
თუთიის სწორი ნაერთის შერჩევა ასევე მნიშვნელვოანია, რადგან ეს ეფექტი შეინიშნებოდა მხოლოდ ორგანული თუთიის ნაერთების მაღალი დოზების მიღებისას, რომელიც აღემატებოდა 75 მგ-ს. ორგანული თუთია ადვილად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და თუთიის დეფიციტის აღმოჩენის შემთხვევაში მისი მიღება შესაძლებელია ექიმის კონსულტაციით.
სხვა ბიოფაქტორებთან ერთად თუთია და C ვიტამინი გვეხმარება გვქონდეს ჯანსაღი იმუნური სისტემა და შევამციროთ დაავადების რისკი.
როგორ გვეხმარება თუთია გაციების დროს
თუთია ეფექტურია გაციების წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგან ის ხელს უშლის ვირუსების ცხვირის ლორწოვანი გარსის უჯრედებთან შეერთებას, მათი მიმაგრების წერტილების დაკავების და ვირუსების გარეთ განდევნის გზით. გარდა ამისა თუთია აჩერებს ამ მიკრობების ზრდას და რეპროდუქციას. და ბოლოს, თუთია ხელს უწყობს გაციებით გამოწვეული შესაძლო ანთებითი რეაქციების შემსუბუქებას, რადგან ის ხელს უშლის ჰისტამინის გამოყოფას და აჩერებს პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმს. ეს ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას, რაც აადვილებს სუნთქვას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უჩივის გემოს, ეს არის ერთადერთი გზა, რითაც თუთიას შეუძლია პირდაპირი გავლენა მოახდინოს ლორწოვან გარსებზე, ებრძოლოს ვირუსებს, იქ, სადაც ისინი იმყოფებიან, ნაცვლად იმისა, რომ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში შემოვლითი გზა გაიაროს.

C ვიტამინი ხელს უწყობს გაციების შანსების შემცირებას
C ვიტამინის დაბალანსებული დონე (C ვიტამინის საკმარისი მარაგი) ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას. როგორც კი ვირუსები ჩვენს ლორწოვან გარსს მიაღწევენ, C ვიტამინი რამდენიმე უბანში აქტიურდება. ის ასტიმულირებს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას, უკავშირდება თავისუფალ რადიკალებს, ანეიტრალებს მათ და აღადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტების მეტ რაოდენობას. ამ გზით, ის ეხმარება იმუნურ სისტემას ფუნქიონირების შენარჩუნებაში და ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს. გაციების დაწყებისას, C ვიტამინის დონე ზოგჯერ მკვეთრად ეცემა, გაზრდილი მოთხოვნილების გამო. თუ ეს მოხდება, რეკომენდებულია C ვიტამინის მაღალი დოზების სწრაფად მიღება, რათა დავიცვათ სხეულის იმუნური სისტემა გადატვირთვისაგან.
დღეში ორი ჭიქა ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენიც კი (1000-2000 მგ C ვიტამინი) გვეხმარება ჯანსაღი იმუნური სისტემის შენარჩუნებაში. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ C ვიტამინის დაბალანსებულმა დონემ შეიძლება შეამციროს გაციების ხანგრძლივობა და შეამსუბუქოს სიმპტომები. თუ შეამჩნევთ გაციების პირველ ნიშნებს, კარგი იდეაა, დაუყოვნებლივ შეავსოთ ვიტამინი C-ის მარაგები და გააგრძელოთ მისი მიღება, სანამ არ გამოჯანმრთელდებით.
თუთიითა და C ვიტამინით გაციების რისკის შემცირება
გაციების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია C ვიტამინისა და თუთიის კარგი ბალანსის შენარჩუნება და არა მხოლოდ გრიპის სეზონზე. გერმანიის კვების საზოგადოება რეკომენდაციას უწევს ჯანმრთელ მოზრდილებს ყოველდღიურად მიიღონ მინიმუმ 7-10 მგ თუთია და 95-110 მგ C ვიტამინი, სქესის მიხედვით, ნორმალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. თუ ადამიანს არ აქვს რაიმე დაავადება ან სხვა მწვავე დეფიციტი, ამის მიღწევა შესაძლებელია დაბალანსებული დიეტის საშუალებით. თუთია გვხვდება საკვებში, როგორიცაა ყველი, არაქისი და შვრიის ფაფა, ხოლო C ვიტამინი არის ციტრუსოვან ხილში, ხახვში, ბულგარულ წიწაკაში და სხვადასხვა კენკრაში. სხვა ბიოფაქტორებთან ერთად თუთია და C ვიტამინი გვეხმარება გვქონდეს ჯანსაღი იმუნური სისტემა და შევამციროთ დაავადების რისკი.
Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს. www.woerwagpharma.ge მოწოდებული მასალა არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.