ძვალ-კუნთოვანი სისტემა

ვიტამინ B12-ის დეფიციტის სიმპტომი - მეხსიერების დარღვევები - რისკი ხანდაზმულ ასაკში

წაკითხვის დრო 0 წუთი
გააზიარეთ

გერმანელების სიცოცხლის ხანგრძლივობა განაგრძობს ზრდას. მიუხედავად ამისა, ბევრ ადამიანს სურს არა მხოლოდ დაბერდეს, არამედ შეძლოს სიბერის "ფიზიკურად და გონებრივად ჯანმრთელად" გატარება. უმნიშვნელოვანესი ბიოფაქტორების საკმარისი მიღება დიდ როლს თამაშობს ხანდაზმულობაში ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებაში. ვიტამინი B12 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძლიერი ნერვული სისტემის დიდხანს შესანარჩუნებლად და ალცჰაიმერის დემენციის რისკების მინიმუმამდე დასაყვანად. აქ შეგიძლიათ შეიტყოთ რისკის ფაქტორების შესახებ, რომლებსაც ხანდაზმულები აწყდებიან და როგორ შეგიძლიათ უზრუნველყოთ ბიოფაქტორების საკმარისი მიღება ხანდაზმულ ასაკში.

nightsky.jpg
ვიტამინი B12 და მისი ფუნქციები ნერვულ სისტემაში

ვიტამინი B12 ასრულებს მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციას ჩვენს მეტაბოლიზმში და სხვა საკითხებთან ერთად, გადამწყვეტ როლს თამაშობს ჩვენი ნერვების დაცვაში. 
კობალამინის, იგივე ვიტამინ B12-ის გარეშე, მიელინის გარსები ვერ ჩამოყალიბდება. ისინი გარს აკრავს ჩვენს ნერვულ ბოჭკოებს და, სადენის იზოლაციის მსგავსად, უზრუნველყოფს ნერვულ იმპულსებში შემავალი ინფორმაციის სათანადო გადაცემას. ნერვული ბოჭკოების გარშემო არსებული შრეები გამოიყენება ყველა ნერვულ წნულზე, მათ შორის ცენტრალური ნერვული სისტემის, ზურგის ტვინსა და თავის ტვინში. ამგვარად, ვიტამინ B12-ის საკმარისი მიღება უზრუნველყოფს  ძლიერ ნერვებს. ვიტამინი ასევე მონაწილეობს ჰორმონებისა და ნეიროტრანსმიტერების სინთეზში. თუ B12 ნაკლებობაშია, ჩვენი ნერვები შიშვლდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ადგილი აქვს ინფორმაციის არასწორ გადაცემას და შესაბამისად, შესამჩნევ სიმპტომებს, როგორიცაა უჩვეულო შეგრძნებები ან არანაკლებ მნიშვნელოვანი - მეხსიერების დაქვეითება. ეს უჩვეულო შეგრძნებები ფიზიკური შეგრძნებებია და არ არის მიზეზობრივ კავშირში ფსიქოლოგიურ დარღვევებთან.

მძიმე მეხსიერების დარღვევების მრავალი სხვა მიზეზისგან განსხვავებით, ვიტამინ B12-ის დეფიციტი ადვილად განკურვნადია და ამიტომ აუცილებელია მისი ადრეული გამოვლენა.

ვიტამინ B12-ის დეფიციტის სიმპტომები: ნერვული ზიანი და მეხსიერების დარღვევები

ვინაიდან ვიტამინი B12 დიდი ხნის განმავლობაში ინახება ღვიძლში, ამ ვიტამინის დეფიციტი თანდათანობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვითარდება. დეფიციტის სიმპტომები მრავალფეროვანია ვიტამინის სხვადასხვა ფუნქციის გამო და შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მცდრად ჩაითვალოს "დაბერების ნიშნად". ვიტამინ B12-ის დეფიციტი ხშირად მხოლოდ მაშინ დგინდება, როდესაც ვითარდება B12 დეფიციტის ყველაზე ტიპიური სიმპტომი - ჰიპერქრომული ანემია. ჰიპერქრომული ანემია - ანემიის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც ვითარდება წითელი სისხლის უჯრედების არასაკმარისი გამრავლების გამო. თუმცა, როდესაც ის შესამჩნევი ხდება, ხშირად უკვე გვიანია ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული ნევროლოგიური დაზიანება შეიძლება გაცილებით ადრე განვითარდეს შეუმჩნევლად და თუ ის დიდხანს დარჩება უმკურნალოდ, შეიძლება შეუქცევადი გახდეს. პრობლემა: არასპეციფიკური ნევროლოგიური სიმპტომების, როგორიცაა სიარულის არამდგრადობა, დაბნეულობა და მეხსიერების დარღვევები, დაკავშირება შესაძლო ვიტამინ B12-ის დეფიციტთან ძალიან იშვიათად ხდება და შედეგად, ის დიდხანს რჩება უმკურნალოდ. ვიტამინ B12-ის დეფიციტი მჭიდროდ არის დაკავშირებული დემენციის განვითარების რისკთან, რაც აკავშირებს ვიტამინ B12-ის დაბალ დონეს მეხსიერების დარღვევებთან და ადრეული სტადიის ალცჰაიმერის დემენციასთან. ამას აჩვენებს უახლესი კვლევა, რომელიც ადგენს კავშირს ვიტამინ B12-ის დონესა და მსუბუქ კოგნიტურ დარღვევებს შორის.

ვიტამინი B12 და დემენციის მიზეზები

რა თქმა უნდა, დემენციას შეიძლება მრავალი გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს. ზოგადად, მიზეზი არის სისხლძარღვოვანი და ნეიროდეგენერაციული პრობლემები, ანუ სისხლის მიმოქცევის დარღვევები ტვინში და ნერვული უჯრედების დეგენერაცია. თუმცა, ყველა დემენციის დიაგნოზის ხუთიდან ათ პროცენტს აქვს განკურნებადი გამომწვევი მიზეზი, როგორც იუწყება, მაგალითად, PD Dr. ჯუკივი, გეტინგენი. ვიტამინ B12-ის დეფიციტს ამაში დიდი როლი აქვს. თუმცა, მძიმე მეხსიერების დარღვევების მრავალი სხვა მიზეზისაგან განსხვავებით, ვიტამინ B12-ის დეფიციტი ადვილად განკურვნადია და ამიტომ აუცილებელია მისი ადრეული გამოვლენა. მხოლოდ მაშინ შეიძლება დეფიციტის სიმპტომების კონტროლი და საუკეთესო შემთხვევაში, მათი შებრუნებაც კი.

lunch05.jpg
დაავადებები, მედიკამენტები, დიეტა: რატომ გვხვდება ხანდაზმულებში ხშირად ვიტამინ B12-ის დეფიციტი

2003 წელს ბრიტანულმა კვლევამ დაადგინა, რომ ვიტამინ B12-ის დეფიციტის რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. აღმოჩნდა, რომ 65 წელს გადაცილებული ადამიანების 10 პროცენტი განიცდიდა ვიტამინ B12-ის დეფიციტს, ხოლო 75 წელს გადაცილებული საცდელი სუბიექტების - 20 პროცენტი. ვიტამინ B12-ის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები იყო: ვიტამინის არასაკმარისი მიღება კვების გზით - რაც არაბალანსირებული კვების და ცუდი მადის შემთხვევაში გვხვდება; ან ვიტამინის შეწოვის დარღვევა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც ასაკთან ერთად სატრანსპორტო ცილის ბუნებრივი შემცირების გამო ხდება. ასევე ქრონიკული კუჭ-ნაწლავის დაავადებებს შეუძლიათ დაარღვიონ ნაწლავებში ვიტამინ B12-ის შეწოვა. დიაბეტის მედიკამენტების მიღება, როგორიცაა მეტფორმინი და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (მაგალითად ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი), მიღება, რომლებიც აინჰიბირებენ კუჭის მჟავის ჭარბ წარმოქმნას, ასევე არღვევს ვიტამინ B12-ის შეწოვას. ეს ფაქტორები ხშირად ერთიანდება ხანდაზმულების შემთხვევაში, განსაკუთრებით თუ ისინი ცხოვრობენ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ან მოხუცებულთა პანსიონატში, სადაც საკვები ხშირად ვერ მზადდება თითოეული მაცხოვრებლის ინდივიდუალური სურვილების მიხედვით და შესაბამისად მადის ფაქტორიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მაშასადამე, ხანდაზმული პირები წარმოადგენენ რისკის ჯგუფს ვიტამინ B12-ის დეფიციტისთვის.

რა შეუძლიათ გააკეთონ ხანდაზმულებმა ვიტამინ B12-ის დეფიციტთან ბრძოლისთვის

ვიტამინ B12-ის დეფიციტის ნებისმიერი ეჭვი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოკვლეული. გთხოვთ, განიხილოთ ეს თქვენს ექიმთან. თუმცა, უბრალო სისხლის ანალიზი არ არის ყველაზე შესაფერისი მეთოდი დეფიციტის გამოსავლენად. უფრო შესაფერისი მეთოდია ვიტამინ B12-ის დეფიციტის სხვადასხვა მარკერების გაზომვა, სანამ დიაგნოზი არ დადასტურდება. დეფიციტი შეიძლება ადვილად კომპენსირდეს მაღალი დოზის ვიტამინ B12-ის თერაპიის გზით, ტაბლეტების სახით ან, მძიმე დეფიციტის დასაწყისში, ინექციებით. როდესაც დეფიციტი კომპენსირებულია - თუ შეწოვის დარღვევები არ გვხვდება - შეიძლება დაბრუნება რეკომენდირებულ დღიურ დოზაზე - 3 მიკროგრამი.
 

Wörwag Pharma GmbH & Co. KG - www.woerwagpharma.ge შემოთავაზებული ინფორმაცია პირადი ჯანმრთელობის შესახებ მხოლოდ თქვენს ინფორმირებას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ ცვლის ლიცენზირებული ექიმის პირად კონსულტაციას, გამოკვლევას ან დიაგნოზს.www.woerwagpharma.ge მოწოდებული მასალა არ შეიძლება და არ უნდა იქნას გამოყენებული დამოუკიდებელი დიაგნოზების დასასმელად და/ან თვითმკურნალობისთვის.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას საინფორმაციო მასალების არამიზნობრივი გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენს მიერ გამოყენებული გამოსახულების საავტორო უფლებები.

გააზიარეთ
ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ!
კონტაქტი