გაბაგამა 400 მგ

  • ანტიეპილეფსიური, ანალგეზიური საშუალება
  • აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტით.
  • იყიდება მხოლოდ აფთიაქებში.

ეპილეფსია: მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზემოთ გაბაგამა® გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე კომბინირებული თერაპიის სახით პარციალური ეპილეფსიური (მათ შორის მეორადი გენერალიზაციით მიმდინარე) გულყრების სამკურნალოდ.

პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი: გაბაგამა® გამოიყენება ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილის მკურნალობაში. პერიფერიული (რომლებიც ძირითადად ფეხბეში და/ან ხელებში ვითარდება) ნეიროპათიური ტკივილი შეიძლება სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს, როგორებიცაა დიაბეტი ან შემომსარტყველი ლიქენი. ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღწერილ იქნეს, როგორც ცხელი, მწველი, თრომბირებული, უეცარი ტკივილი, ჩხვლეტითი, კრუნჩხვითი, ყრუ და ა.შ.

ყოველთვის მიიღეთ გაბაგამა® ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე გაურკვევლობის არსებობისას აუცილებლად დაუკავშრიდით ექიმს.
თქვენი ექიმი შეარჩევს თქვენთვის შესაფერის დოზას.
თუ გრძნობთ, რომ გაბაგამა® -ს ეფექტი ან ძალიან ძლიერია ან სუსტია, დაუკავშირდით ექიმს ან ფარამცევტს.
თუ ხანდაზმული პაციენტი ბრძანდებით (65 წელზე ზემოთ) და თირკმლის პრობლემები არ გაწუხებთ გაბაგამა® ჩვეულებრივად უნდა მიიღოთ.
თირკმლის პრობლემების არსებობისას ექიმმა შეიძლება სულ სხვა დოზირების რეჟიმი და/ან დოზა დანიშნოს.
ყოველთვის გადაყლაპეთ კაფსულა ჭარბი რაოდენობა წყლის მიყოლებით.
განაგრძეთ გაბაგამა® -ს მიღება, მანამ სანამ ექიმი არ გირჩევთ მის შეწყვეტას.

პერიფერიული ნეიროპათიური ტკივილი:
მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობა. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..

ეპილეფსია:
უფროსები და მოზარდები:
მიიღეთ კაფსულების რაოდენობა დანიშნულებისამებრ. ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის. საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ-დან 900 მგ-მდე იქნება ყოველ დღე. ამის შემდეგ. დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ-მდე ყოველ დღე, დღეში სამჯერ, დილით, შუადღეს და საღამოს..
6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები:
თქვენი ბავშვისათვის მისაცემ დოზას დაადგენს ექიმი, რომელიც ბავშვის წონის მიხედვით გამოიანგარიშება. მკურნალობა დაბალი საწყისი დოზით იწყება, რომელიც თანდათანობით გაიზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. ეპილეფსიის საკონტროლო ჩვეულებრივი დოზა არის 25-35 მგ/კგ/დღეში, დღეში სამჯერ, ყოველ დრე დილით, შუადღესა და საღამოს.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აქტიური ნივთიერება – გაბაპენტინი 400მგ

  • N200 კაფსულა

B12 ვიტამინი - პერორარული მკურნალობა ინექციის ნაცვლად

B12 ვიტამინის მნიშვნელობა ჯანმრთელობის, ფიზიკური ფორმისა და გუნებაგანწყობილების შენარჩუნებაში, ბოლო დროს სულ უფრო მეტად ხდება კვლევის საგანი. ამ ვიტამინის უკმარისობა გახშირდა უფრო მეტად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მაგალითად, გერმანიაში 25 წლის ასაკის ქალთა მეოთხედ ნაწილში და 65 წლიდან ზევით, ჯანმრთელი მოსახლეობის თითქმის მესამედში, აღინიშნება B12 ვიტამინის დეფიციტი. ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს შეუქცევადი ცვლილებები ც ენტრალურ ნერვულ სისტემასა და ტვინის ფუნქციებზე.

B12 ანკერმანს ®, როგორც მაღალდოზიან პერორალურ სამკურნალო საშუალებას (1000მკგ ტაბლეტში), გააჩნია ისეთი ეფექტი, რისი მიღწევაც შესაძლებელია B12 ვიტამინის პარენტერალური მიღებისას. ამგვარად, B12 ანკერმანი®, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ორგანიზმისათვის B12 ვიტამინის სწრაფ და ეფექტურ მიწოდებას.

Wörwag Pharma არის ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ დიაბეტური თანმხლები დაავადებებისა და მეორადი დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში და გეხმარებით თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ან აღდგენაში.
1971
დაარსდა გერმანიაში
35+
მდებარეობები მთელს მსოფლიოში
ეს ჩვენ ვართ
ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ!
დაგვიკავშირდით