• გლუტენის გარეშე

ცინკოროტი® 25

თუთიის დეფიციტის წინააღმდეგ

  • კლინიკურად დადასტურებული თუთიის დეფიციტის სამკურნალოდ
  • გაიცემა ურეცეპტოდ
  • იყიდება მხოლოდ აფთიაქებში

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება თუთიის ნაკლებობის დროს, როდესაც დეფიციტის შევსება არ ხერხდება კვების საშუალებით.
თუთია წარმოადგენს ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელსაც ორგანიზმი იღებს გარემოდან, იმდენად რამდენადაც ორგანიზმს არ შეუძლია მისი წარმოქმნა. იგი წარმოადგენს მრავალი ბიოკატალიზატორის (ენზიმის) შემადგენელ კომპონენტს და ამდენად ძირითადი ცვლის პროცესებში ღებულობს მონაწილეობას. თუთიის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში მონაწილეობის გამო, მისი დეფიციტით გამოწვეული სიმპტომები მრავალფერვანია. თუთიის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მდგრადობის დაქვეითება, ვინაიდან იგი მნიშვნელოვანია იმუნიტეტის მოსამატების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ორგანიზმში თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების შენელება,ზრდის პროცესის შეფერხება, ქათმის სიბრმავე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, მეხსიერების დაქვეითება. ორგანიზმში თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია როგორც არასაკმარისი რაოდენობით მიღებით - არაბალანსირებული დიეტით, არასწორი კვებით, ასევე ნაწლავებიდან თუთის შეწოვის დარღვევით და მისი ჭარბი გამოყოფით, მაგალითად ალკოჰოლიზმის დროს, ქრონიკული დიარეის შემთხვევაში (სასაქმებელი საშუალებების ან სხვა მედიკამენტების მიღების პერიოდში).
ადამინთა გარკვეულ ჯგუფს, მაგალითად ორსულებს, მეძუძურ დედებს, სპორტსმენებს, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებს გააჩნიათ თუთიის მიმართ მომატებული მოთხოვნილება, რამაც საკვებიდან არასაკმარისი რაოდენობის მიღების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს თუთიის დეფიციტი.

დანიშვნის წესი და დოზირება

რეკომენდირებული ჩვეული დოზაა 1/2 ან 1 ტაბლეტი დღეში.

ტაბლეტი უნდა მიიღოთ კვების შემდეგ საკმაო დროის გასვლის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიული შედეგების მიხედვით. გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ ცინკოროტი® 25 ტაბლეტების ზემოქმედება ძლიერი ან პირიქით სუსტია.

ცინკოროტი® ერთი ტაბლეტი შეიცავს 157,36 მგ ცინკოროტატს, რაც ექვივალენტურია 25 მგ,შესაბამისად 0.38 მმოლ თუთიის

 

თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

Wörwag Pharma GmbH & Co. KG, 71034 Böblingen

N20 ტაბლეტი

Wörwag Pharma არის ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ დიაბეტური თანმხლები დაავადებებისა და მეორადი დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში და გეხმარებით თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ან აღდგენაში.
1971
დაარსდა გერმანიაში
35+
მდებარეობები მთელს მსოფლიოში
ეს ჩვენ ვართ
ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ!
დაგვიკავშირდით