• გლუტენის გარეშე

ცინკიტი® 10

თუთიის დეფიციტის წინააღმდეგ

  • თუთიის დეფიციტის წინააღმდეგ
  • გაიცემა ურეცეპტოდ
  • იყიდება მხოლოდ აფთიაქებში

გამოყენების ჩვენებები

თუთია წარმოადგენს ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელსაც ორგანიზმი იღებს გარემოდან, იმდენად რამდენადაც ორგანიზმს არ შეუძლია მისი წარმოქმნა. იგი წარმოადგენს მრავალი ბიოკატალიზატორის (ენზიმის) შემადგენელ კომპონენტს და ამდენად ძირითადი ცვლის პროცესებში ღებულობს მონაწილეობას. თუთიის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში მონაწილეობის გამო, მისი დეფიციტით გამოწვეული სიმპტომები მრავალფერვანია. თუთიის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მდგრადობის დაქვეითება, ვინაიდან იგი მნიშვნელოვანია იმუნიტეტის მოსამატების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ორგანიზმში თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების შენელება,ზრდის პროცესის შეფერხება, ქათმის სიბრმავე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, მეხსიერების დაქვეითება. ორგანიზმში თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია როგორც არასაკმარისი რაოდენობით მიღებით - არაბალანსირებული დიეტით, არასწორი კვებით, ასევე ნაწლავებიდან თუთის შეწოვის დარღვევით და მისი ჭარბი გამოყოფით, მაგალითად ალკოჰოლიზმის დროს, ქრონიკული დიარეის შემთხვევაში (სასაქმებელი საშუალებების ან სხვა მედიკამენტების მიღების პერიოდში).
ადამინთა გარკვეულ ჯგუფს, მაგალითად ორსულებს, მეძუძურ დედებს, სპორტსმენებს, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებს გააჩნიათ თუთიის მიმართ მომატებული მოთხოვნილება, რამაც საკვებიდან არასაკმარისი რაოდენობის მიღების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს თუთიის დეფიციტი.

დანიშვნის წესი და დოზირება

მოზრდილებში, მიიღება 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს გახსნილი 200მლ წყალში. კურსის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 1 თვეს. განმეორებითი კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში 2-3-ჯერ.

ცინკიტის® ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 44მგ თუთიის სულფატს, 7 H2O  (ექვივალენტური 10მგ თუთიის)

თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

Wörwag Pharma GmbH & Co. KG, 71034 Böblingen

N20 შუშხუნა ტაბლეტი

Wörwag Pharma არის ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ დიაბეტური თანმხლები დაავადებებისა და მეორადი დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში და გეხმარებით თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ან აღდგენაში.
1971
დაარსდა გერმანიაში
35+
მდებარეობები მთელს მსოფლიოში
ეს ჩვენ ვართ
ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ!
დაგვიკავშირდით