ტორასემიდი AAA 200 მგ ტაბლეტები გამოიყენება იმ შემთხვევაში,
- თუ ძლიერად არის შესუსტებული თირკმლის ფუნქცია (როდესაც კრეატინის კლეარანსი წთ-ში 20 მლ ზე ნაკლებია და/ან შრატის კრეატინინის კონცენტრაცია 6 მგ/დლ-ზე მეტია),
- თუ თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევებისას საჭიროა დარჩენილი შარდის გამოდევნა ორგანიზმიდან - გამოიყენება აგრეთვე დიალეზის დროსაც, როდესაც ხდება შარდის არასაკმარისი გამოყოფა (24სთ-ში 200 მლ).
- თუ ადგილი აქვს ქსოვილში და/ან სხეულში სითხის დაგროვებას ან აგრეთვე მაღალი წნევის დროს.
მკურნალობა იწყება დღეში 1/4 ტაბლეტი ტორასემიდი AAA® მგ-ით (შეესაბამება 50 მგ ტორასემიდს). შარდის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის მომატება დღეში 1/2 ტაბლეტიდან (შეესაბამება 100 მგ თორასემიდს) მაქსიმუმ ტორასემიდი AAA® 200მგ-ს 1 ტაბლეტამდე (შეესაბამება 200 მგ ტორასემიდს).
ტაბლეტი უნდა მიიღოთ დაუღეჭავად ცოტაოდენ სითხესთან ერთად. ტორასემიდი AAA® 200მგ ტაბლეტების მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად ან კვების დროს.
მედიკამენტის გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.
გთხოვთ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ტორასემიდი AAA® 200 მგ ტაბლეტები თქვენზე ძლიერ ან სუსტ ზემოქმედებას ახდენს.
თუ დაგავიწყდათ ტორასემიდი AAA® 200 მგ ტაბლეტების მიღება:
ტორასემიდი AAA® 200 მგ ტაბლეტების დოზის გამოტოვება იწვევს პრეპარატის ზემოქმედების შესუსტებას. ამან კი შესაძლებელია გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მაგ. წონაში მომატება ან ქსოვილში სითხის ძლიერი დაგროვება.
გამოტოვებული დოზა შეძლებისდაგვარად დროულად უნდა მიიღოთ. თუ უკვე გიწევთ შემდგომი დოზის მიღების დრო, მაშინ არ უნდა მიიღოთ გამოტოვებული დოზა. ასეთ შემთხვევაში აღარ მიიღოთ დამატებითი ტაბლეტი და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი დოზირების მიხედვით.
თუ გსურთ ტორასემიდი AAA® 200 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა:
მკურნალობის შეწყვეტის ან დროზე ადრე დასრულების შემთხვევაში მოსალოდნელია მდგომარეობის გაუარესება. ტორასემიდი AAA® 200 მგ ტაბლეტების მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
ტორასემიდი AAA ® 200 მგ ტაბლეტების
აქტიური ნივთიერებაა: ტორასემიდი
ერთი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ტორასემიდს.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
Wörwag Pharma GmbH & Co. KG, 71034 Böblingen
N100 ტაბლეტი