სამი B ჯგუფის ვიტამინი ინექციის სახით
მილგამა ®ხსნარი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში, როგორც პათოგენეტიკური და სიმპტომატიკური საშუალება ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომებისათვის: ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიონიტები (მათ შორის შემომსარტყვლელი სირსველი), პლექსოპათია, ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვ.), ღამის კუნთოვანი კრუნჩხვა, განსაკუთრებით დიდი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის ნევროლოგიურ გამოვლინებისას: რადიკულოპათია, ლუმბოიშიალგია, კუნთოვან-ტონიკური სინდრომები.
ხსნარის 2 მლ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს – თიამინის ქლორიდის ჰიდროქლორიდი 100მგ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანოკობალამინი 1000 მკგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20მგ,
თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობა მიზანშეწონილია დაიწყოს კუნთში ინექციით (ღრმად). 2 მლ ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ხდება გადასვლა შინაგანად მიღებაზე ან უფრო იშვიათ ინექციებზე (2-3 ჯერ კვირაში 2-3კვირის განმავლობაში), შემდგომში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს წამლის ფორმით, რომელიც მიიღება შინაგანად.
N5 ამპულა კოლოფში