ბისოგამა 5 მგ

  • ბეტა 1 ადრენობლოკატორი
  • იყიდება მხოლოდ აფთიაქებში

გამოყენების ჩვენება

არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა.

დანიშვნის წესი და დოზირება

პრეპარატის დოზირება დასაწყისში უნდა იყოს დაბალი და თანდათანობით გაიზარდოს. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ის ინდივიდუალურად ინიშნება პულსის მაჩვენებლებისა და თერაპიული ეფექტის შესაბამისად. ტაბლეტი მიიღება დაუღეჭავად, ჭარბი რაოდენობით წყლის მიყოლებით დილით უზმოზე ან საუზმის დროს.

არტერიული ჰიპერტენზია საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში. ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის დროს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლაციიფიკაციით I სტადია; დიასტოლური წნევა 105 mmHg- მდე) შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს 2,5 მგ (5 მგ-იანი 1/2 ტაბლეტი)დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე. დოზის შემდგომი მომატება დასაშვებია მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ექიმის კონტროლის ქვეშ.

დაძაბვის სტენოკარდია ინიშნება 5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 10 მგ-მდე. დოზის შემდგომი მომატება დასაშვებია მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ექიმის კონტროლის ქვეშ.დოზირება ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობის დროს. ავადმყოფებში ღვიძლის ან თირკმლის სუსტი ან ზომიერი უკმარისობით ან თირკმლის დაავადებებით, როგორც წესი, დოზა შერჩევას არ მოითხოვს. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის გამოხატული უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 20 მლ/წთ) და პაციენტებში ღვიძლის მძიმე დაზიანებებით დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს.მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის დროში შეზღუდული და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და სახეზე. დაძაბვის სტენოკარდიის მკურნალობისას პრეპარატი მაშინათვე არ უნდა მოიხსნას, დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს (7-10 დღის განმავლობაში), ვინაიდან პრეპარატის მკვეთრმა მოხსნამ შეიძლება გაამწვავოს დაავადება.

ბისოგამას® ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერება: ბისოპროლოლის ჰემიფუმარატს 5 მგ.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 Wörwag Pharma GmbH & Co. KG, 71034 Böblingen

N30 ტაბლეტი

Wörwag Pharma არის ჯანსაღი ცხოვრების წესი

ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ დიაბეტური თანმხლები დაავადებებისა და მეორადი დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში და გეხმარებით თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ან აღდგენაში.
1971
დაარსდა გერმანიაში
35+
მდებარეობები მთელს მსოფლიოში
ეს ჩვენ ვართ
ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ!
დაგვიკავშირდით