ინტენსიური კვლევები ეფექტური მკურნალობისთვის

მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს უსვამენ დიაბეტის დიაგნოზს. პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის 400 მლნ-ზე მეტი ადამიანი იქნება დაავადებული ამ  მეტაბოლური დაავადებით. შაქრინი დიაბეტის ძირითდი მიზეზებია: ჭარბი წონა, ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილი და არასწორი კვება. ამ ყველაფერს მივყავართ ინსულინორეზისტენტობასთან, ინსულინის უკმარისობასა და სისხლში შაქრის მომარტებულ დონესთან.

ვიორვაგ ფარმას მიერ ჩატარებული კვლევები მიმართულია დაავადების შედეგებზე. ისეთზე როგორიცაა ნერვების დიაბეტური დაზიანება. მიზანს წარმოადგენს ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების სფეროში აღმოჩენების ხელშეწყობა.      

კომპანიის დამფუძნებელმა დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა შეიმუშავა აქტიური ინგრედიენტი ბენფოთიამინი, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი კომპონენტი დიაბეტის თანმხლები დაავადებების მკურნალობაში. მაღალი ბიოშეღწევადობის წყალობით, ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს B1 ვიტამინის დეფიციტისგან დაცვას.

საერთაშორისო კლინიკური კვლევები, ექსპერტთა შეხვედრები და სიმპოზიუმები, ასევე მჭიდრო თანამშრომლობა კვლევით ლაბორატორიებთან: ჩვენ ინვესტიციას ვახდენთ მეცნიერებაში და კლინიკურ კვლევებში, რათა შევძლოთ ჩვენი პაციენტებისთვის საუკეთესო მედიკამენტების შემუშავება.

ფრიც ვიორვაგის სამეცნიერო პრემია

ჩვენი ვალდებულება იძლევა იმპულსებს მომავლისთვის:დოქტორ ფრიც ვიორვაგის სამეცნიერო პრემია ენიჭება მეცნიერებსა და მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ ბიოფაქტორების კლინიკურ გამოყენებაზე.პრიზები გადაეცემა ნაშრომებს - მათ შორის საფუძვლიან მიმოხილვებს - რომელთაც მნიშვნელოვანი მეცნიერული წვლილი შეაქვთ და შეიცავენ ახალ ექსპერიმენტულ და კლინიკურ შედეგებს "ბიოფაქტორების" მხრივ.

დამოუკიდებელი ჟიური ღებულობს გადაწყვეტილებას ჯილდოს გადაცემის თაობაზე,რომელიც დაარსდა კომპანიის დამფუძნებლის დოქტორ ფრიც ვიორვაგის მიერ 1988 წელს, ბიოფაქტორების კუთხით ახალი აღმოჩენების ხელის შესაწყობად.

პროფესორი დან ზიგლერი
გერმანულ დიაბეტურ ცენტრთან არსებული, კლინიკური დიაბეტოლოგიის ინსტიტუტი,ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი დუსელდორფი
2013დოქტორ ალინ სტირბანი
მეტაბოლური კვლევის პროფილური ინსტიტუტი,ნოისი
პროფესორი, დოქტორი პოლ ტორნალი
ვარვიკის უნივერსიტეტი,დიდი ბრიტანეთი
1999პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჰანს-პეტერ ჰამესი
მანჰაიმის სამედიცინო ცენტრი
1996პროფესორი, მედიცინის დოქტორი ჰილმარ შტრაკე
ჰისენის უნივერსიტეტის კლინიკა და პოლიკლინიკა
1994პროფესორი, დოქტორი ჰანს კონრად ბიესალსკი
ჰოენჰაიმის უნივერსიტეტი
1991პროფესორი, დოქტორი როლანდ ბიტჩი
იენის უნივერსიტეტის დიეტოლოგიის ინსტიტუტი
1988პროფესორი, დოქტორი კლაუს-ჰენინგ კრაუსე
ფრიდრიხ ბაუერის ინსტიტუტი, მიუნჰენი
20182. პრემია:პროფესორი ჟაკლინ ა.პეტერსენი
ჩრდილოეთ ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტი, პრინც ჯორჯი(კანადა)
უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის პრემია: მის ჩუნ ლიუ
ფრაიბურგის სამედიცინო ცენტრის უნივერსიტეტი
2009პროფესორი, მედიცინის დოქტორი ვედატ შვენგერი
ჰაიდელბერგის სამედიცინო ცენტრის უნივერსიტეტი
2007უმცროსი მეცნიერთანამშრომლის პრემია: დოქტორი ნიკოლ შუპი
ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის ინსტიტუტი, ვიურცბურგი
პროფესორი, დოქტორ ვალტერ ზიდეკი
მიუნსტერის უნივერსიტეტის პოლიკლინიკა