ვენლაგამა® რეტარდი 75მგ

  • გამოყენების ჩვენებები
    დეპრესიული დაავადებები თანმდევი შიშის ფაქტორით
    - დეპრესიული დაავადებების დროს დამხმარე თერაპიის სახით, განმეორებითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით და აგრეთვე გამოიყენება ხანგრძლივი მკურნალობისათვის, რომ არ განვითარდეს ახალი დეპრესიული მოვლენები
    - სოციალური სტრესი, რომელიც ვლინდება შიშის ფაქტორით (სოციალური ფობია).
  • შემადგენლობა
    აქტიური მოქმედი ნივთიერება არის ვენლაფაქსინი. ერთი მყარი რეტარდული კაფსულა შეიცავს 75 მგ ვენლაფაქსინს (ჰიდროქლორიდის სახით).
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    მიიღეთ ვენლაგამა®რეტარდული 75 მგ ზუსტად ექიმის მითითების შესაბამისად.
    დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა შეირჩევა ინდივიდუალურად. არ შეცვალოთ ექიმის მიერ დადგენილი დოზა.
    ჩვეულებრივ საწყისი დოზა დეპრესიული დაავადებების სამკურნალოდ და სოციალური სტრესისგან გამოწვეული შიშების დროს შეადგენს 75 მგ ვენლაგამას 1 კაფსულას (შესაბამისად 75 მგ ვენლაფაქსინი). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ვენლაგამა რეტარდული 75 მგ-ის 2 კაფსულით (შეესაბამება 150 მგ ვენლაფაქსინს) დოზის გაზრდა ყოველდღიურად, ცალკეული დოზის მიღების სახით.
    ერთი 75 მგ-იანი ვენლაგამა რეტარდული კაფსულის (75 მგ ვენლაფაქსინი) ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება ძირითადად მკურნალობიდან ორი კვირის შემდეგ.
    შიშის ფაქტორი ქრება ერთი ცალი ვენლაგამა 75 მგ რეტარდული მყარი კაფსულების (75 მგ ვენლაფაქსინი) მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ.
    პანიკური სტრესისას რეკომენდირებული დოზაა ერთი რეტრდული 75 მგ კაფსულა (75 მგ ვენლაფაქსინი) ერთხელ დღეში. მკურნალობა უნდა დაიწყოს 37,5 მგ-იანივენლაფაქსინით დღეში ერთხელ პირველ 4-7 დღის განმავლობაში და საბოლოოდ გაიზარდოს დოზა 75 მგ რეტადრულ კაფსულამდე დღეში ერთხელ (75 მგ ვენლაფაქსინი).
    სოციალური სტრესისაგან გამოწვეული შიშები
    რეკომენდირებული ყოველდღიური დოზა არის ერთი ცალი ვენლაგამა 75 მგ რეტარდული კაფსულა (75 მგ ვენლაფაქსინს) დღეში ერთხელ. არ არის დამტკიცებული, რომ მაღალი დოზა აუმჯობესებს შედეგს.
    საჭიროების შემთხვევაში მძიმე დეპრესიისას შესაძლოა დღიური დოზა გაიზარდოს სამ რეტარდულ 75 მგ-იან კაფსულამდე (225 მგ ვენლაფაქსინი), რომელიც მიიღება როგორც ცალკეული დოზა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა დოზირება გაიზარდოს ორკვირიანი ინტერვალით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დოზის გაზრდა ოთხ დღეზე ნაკლები ინტერვალით.
    უფრო სწრაფი შედეგის მისაღწევად (მძიმე დეპრესიისას ან სტაციონალური პაციენტებისათვის) შესაძლებელია რეკომენდირებული რეტარდულ მყარ 75 მგ კაფსულების საწყისი დოზა გაიზარდოს ერთიდან ორ 75 მგ რეტარდულ მყარ კაფსულამდე დღეში ერთხელ (შეესაბამება 75 მგ-დან 150მგ ველნაფაქსინს). ეს დოზირება შესაძლებელია გაიზარდოს ერთიდან ოთხ რეტარდულ კაფსულამდე ყოველ ორ-სამ დღეში (შეესაბამება 300 მგ ვენლაფაქსინს). დეპრესიებისას ვენლაფაქსინის მაქსიმალური დღიური დოზა მოიცავს 5 მყარ 75 მგ კაფულას (შეესაბამება 375 მგ ვენლაფაქსინს). დოზის ტიტრირებისათვის ხელმისაწვდომია სხვა სიძლიერის გამოშვების ფორმები. დოზირება უნდა შეუთავსდეს პაციენტის ამტანობას მედიკამენტის მიმართ.
  • შეფუთვა
    • N50 კაფსულა
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები