ვიტამინები დიაბეტით დაავადებულთათვის

შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმში ცვლის ყველა პროცესი ირღვევა, მათ შორის  ვიტამინო-მინერალურიც.

სისხლში გლუკოზის მაღალი  დონის გამო, იზრდება მოთხოვნილება ვიტამინებსა და მინერალებზე. ამის გამო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ვითარდება ვიტამინო-მინერალური დეფიციტი, რაც იწვევს დაავადების პროგრესირებას და ისეთი გართულებების განვითარებას, როგორიცაა: ნეიროპათია და ანგიოპათია.

კომპანია  ვიორვაგ ფარმა თავაზობთ სპეციალურად შემუშავებულ ვიტამინო-მინერალურ კომპლექსს -ვიტამინები დიაბეტით დაავადებულთათვის.

კომპლექსი შეიცავს  იმ აუცილებელ 11 ვიტამინსა და მიკროელემენტს (ქრომს და  თუთიას), რომლებიც ყველაზე მეტად აუცილებელია ამ დაავადების დროს.

აღნიშნული ვიტამინები  საჭიროა: გლუკოზის უტილიზაციისათვის, ნორმალური ლიპიდური ცვლისა და ინსულინის წარმოქმნისათვის.

  • გამოყენების ჩვენებები
    ჰიპოვიტამინოზისა და გართულებების პროფილაქტიკა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
  • შემადგენლობა
    ვიტამინი C - 90 მგ, ვიტამინი E - 18 მგ
    პროვიტამინი A (ბეტა კაროტინი) - 2 მგ
    ვიტამინი B1 - 2.4 მგ, ვიტამინი B2 -1.5 მგ
    ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) -3მგ
    ვიტამინი B6-6 მგ, ვიტამინი B12 -0.0015 მგ, ვიტამინი PP (ნიაცინი) -7.5 მგ
    ფოლიუმის მჟავა - 0.3 მგ, ბიოტინი – 0.03 მგ, თუთია – 12მგ, ქრომი – 0.2მგ
    სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში, საკვებთან ერთად.
    მიღების ხანგრძლივობა: 1 თვე
  • შეფუთვა
    • N30 ტაბლეტი
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ კითხვები რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ, გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები