მილგამა® მალამო

  • გამოყენების ჩვენებები
    მილგამა® მალამო ფეხის მოვლისათვის რეკომენდირებულია:
    -მშრალი, გაუხეშებული, დამსკდარი ფეხის ქუსლების ყოველდღიური მოვლისთვის;
    -ფეხის კანის მოვლისთვის დიაბეტის, ნეიროდერმატიტის და იქტიოზის დროს.
    მილგამა® მალამო ხსნის კანის გაღიზიანების და ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს.
  • შემადგენლობა
    მილგამა® მალამო ფეხის მოვლისათვის შეიცავს შარდოვანას, რომელიც წარმოადგენს კანის ბუნებრივ ტენის შემაკავებელ კომპონენტს და ჯანმრთელ რქოვანას ფენაში შეადგენს 1 % ს. ხშირად მშრალი კანის შემთხვევაში, შარდოვანას შემცველობა კანის საფარველში შემცირებულია. დერმატოლოგიაში შარდოვანა წარმოადგენს გამოცდილ, ბუნებრივ წყლის შემაკავებელ კომპონენტს, რომელიც ინარჩუნებს ტენიანობას და ამავე დროს ზრდის მის დონეს კანში, ამცირებს ქავილს და არბილებს რქოვან ფენას .მალამოს სხვა ინგრედიენტების სანახავად გაეცანით ინსტრუქციას.
  • დანიშვნის წესი და დოზირება
    მილგამა® მალამო ფეხის მოვლისათვის დაიტანება სუფთა და მშრალ კანის ზედაპირზე, დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ,მსუბუქად შეზელვით. გამოყენება არ არის რეკომენდებული კანის მწვავე ანთებითი დაავადებებისას.
  • შეფუთვა
    • მალამო 45მლ
  • საჭირო ინფორმაცია
    თუ თქვენ დამატებით გაგიჩნდებათ კითხვები გაეცანით ინსტრუქციას ან მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ჩამოტვირთვები