"გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველასთვის სასარგებლოა"

შემდეგ ინტერვიუში მონიკა ვიორვაგი და დოქტორი მარკუს ვიორვაგი საუბრობენ ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანიის უპირატესობებზე, კულტურული განსხვავებების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ყველა თანამშრომელს სამეწარმეო ხედვა.

woerwagpharma-interview-034

“ვიორვაგ ფარმა“-ს ისტორია დაიწყო ქალაქ შტუტგარტ-ცუფენჰაუზენში, მამათქვენის მიერ 1965 წელს დაარსებული აფთიაქით. სტუმრობთ ხოლმე ამ აფთიაქს?

მარკუს ვიორვაგი: ჩვენი ოჯახი ზუფენჰაუზენიდანაა და მიუხედავად ჩვენი საერთაშორისო ორიენტაციისა, ჩვენი ფესვები მაინც იქ არის. ჩვენი აფთიაქი ახლაც კომპანიას ეკუთვნის. მე დღემდე ვინარჩუნებ მჭიდრო კავშირს მომხმარებლებთან და ვიგებ ფარმაცევტების, ექიმების და განსაკუთრებით პაციენტების საჭიროებებს.  50 წლის განმავლობაში არ შეცვლილა ჩვენი მთავარი ამოცანა - მივაწოდოთ საუკეთესო მედიკამენტები იმ ადამიანებს, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ.

ქალაქის აფთიაქიდან საერთაშორისო მოთამაშემდე 30-ზე მეტ ქვეყანაში - როგორ იწერება ასეთი წარმატების ისტორია?

woerwagpharma-interview-968

მონიკა ვიორვაგი: მამაჩვენი თავიდანვე სრულად იდენტიფიცირდა კომპანიასთან - ცხოვრების საქმიანობასთან. მისი ფილოსოფია დღესაც მოქმედებს: „ფოკუსირება ადამიანზე“. და კონკრეტულად ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიაბეტი და მისი თანმხლები დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტური ნეიროპათია. ამ დაავადებებისთვის შესაფერისი პრეპარატების გარდა, მინერალები და ვიტამინები - ეგრეთ წოდებული ბიოფაქტორები - წარმოადგენს კომპანიის ნატუროპათიურ პრიორიტეტებს.

მარკუს ვიორვაგი:  კომპანია ეყრდნობოდა არა მხოლოდ სწორ პროდუქტებს, როგორიცაა ჩვენი წარმატებული პრეპარატები მილგამა, თიოგამა და მაგნეროტი, არამედ სწორ ბაზრებსაც, რომლებიც  ასევე აუცილებელი იყო წარმატებისთვის. „ვიორვაგ ფარმა“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც დაინახა აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების პოტენციალი და იქ დააარსა საკუთარი ბიზნესი.


გაფართოების დროს ჩვენთვის ისევ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო  ადამიანი: ჩვენი თანამშრომლები. თავიდანვე ვეყრდნობოდით თვითდაჯერებულ გუნდებს, რომლებიც დაკომპლექტებული იყო ყოველი შესაბამისი ქვეყნის ექსპერტებისგან, რომლებსაც პირდაპირი კომუნიკაცია აქვთ არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ასევე ახლოს არიან მომხმარებლებთან.

მონიკა ვიორვაგი: ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამოუკიდებელ და თავდაჯერებულ თანამშრომლებს, ისინიც ერთგულნი არიან „ვიორვაგ ფარმას“ მიმართ. ამ ნოუ-ჰაუს, ჩვენი მუშაობის ხარისხისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელი ხედვისა და სისწრაფის ერთობლიობა განაპირობებს კომპანიის წარმატების ისტორიას.

რას ნიშნავს ასეთი ზრდა ვიორვაგ ფარმასთვის?

მარკუს ვიორვაგი: უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს რომ შეძლო მუდმივად კონცენტრირება არსებითზე. არ დავკარგოთ მცირე და დიდი მიზნები, როგორც ამას ვაკეთებთ მთელი ამ წლების განმავლობაში: ბაზრების, გაყიდვებისა და პროდუქციის ასორტიმენტის სტაბილური გაფართოება. აქედან გამომდინარე ყველა გადაწყვეტილება მიიღება იმ დამოკიდებულებით, რომ სარგებელი ყველამ უნდა მიიღოს.  ამიტომ, ჩვენი სამეწარმეო გადაწყვეტილებები არასოდეს არის მოკლევადიანი მიზნებისთვის, არამედ ყოველთვის მდგრადი, გრძელვადიანი წარმატებებისთვის.

მონიკა ვიორვაგი: ამ დამოკიდებულებას ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს. ერთი მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის ფინანსური დამოუკიდებლობა, განცდა, რომ არ ვართ ბანკებზე ან ინვესტორებზე დამოკიდებული. მეორე მხრივ, ეს არის ჩვენი თანამშრომლების დამოუკიდებლობა, რადგან მათ შეუძლიათ და წახალისებულნიც კი არიან, რომ წვლილი შეიტანონ და აიღონ პასუხისმგებლობა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად.

woerwagpahrma-interview-679

რამ განაპირობა თქვენი წარმატება დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების და ბიოფაქტორების მიმართულებით?

 

მარკუს ვიორვაგი: ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიციონირება ცალსახა პროფილით - ჩვენი პროდუქტები მორგებულია ძირითადი სამიზნე ჯგუფისთვის. ჩვენ ვართ სპეციალისტები, რომლებიც მთელ ჩვენს ცოდნას და გამოცდილებას ვუთმობთ ამ სამიზნე ჯგუფს. გარდა ამისა, თერაპიული კონცეფციები და მომსახურების მასალები დიდ სარგებელს სთავაზობს პაციენტებს. მომდევნო ათწლეულებში მთელ მსოფლიოში გაიზრდება დიაბეტური დარღვევების მქონე ადამიანთა რიცხვი. ჩვენ ეს გავაცნობიერეთ და სწორედ ამ მიმართულებით ვხედავთ ჩვენს მომავალ ვალდებულებას.


მონიკა ვიორვაგი: ჩვენი მედიკამენტები არ არის მხოლოდ მაღალი ხარისხის. ჩვენ მათ მიმართ ასევე დავაწესეთ ძლიერი ეთიკური და ეკოლოგიურად თავსებადი სტანდარტები. „ვიორვაგ ფარმას“ პრეპარატები კარგად გადაიტანება; მათ ხელი უნდა შეუწყონ ჯანსაღი ცხოვრების წესს და გააუმჯობესონ ზოგადად ჯანდაცვა.

თქვენ გაქვთ ამბიციური მიზნები - როგორ გსურთ მათი მიღწევა?

 

woerwagpharma-interview-964

მარკუს ვიორვაგი: შემიძლია მხოლოდ გავიმეორო: არსებითზე კონცენტრაციით. პირველი: ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების გზით, რომელიც მოიცავს საკუთარი კვლევისა და განვითარების სტრატეგიის შესრულებას, მეორე, ახალი ბაზრების განვითარებით და მესამე, ჩვენი გუნდის გაფართოებისა და შემდგომი განვითარების გზით.

როგორ ახერხებთ ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყნების თანამშრომლების მოტივირებას ამ მიზნების მისაღწევად?

მონიკა ვიორვაგი: ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენს თანამშრომლებს, პერსონალის განვითარება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია კომპანიაში: ჩვენ თავს დიდ გუნდად მივიჩნევთ, რომელიც მოქმედებს პრინციპით: „ყველა ერთისთვის და ერთი ყველასათვის“. ჩვენ ვცდილობთ და პოპულარიზაციას ვუწევთ სიახლეებს და ყველას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საკუთარი სამეწარმეო აზროვნებითა და მოქმედებით. და თუ შეცდომები დაშვებულია, ჩვენ ვართ სასწავლო ორგანიზაცია, რომელიც იღებს შეცდომებს და გარდაქმნის მათ რაღაც პოზიტიურად. ეს ცოცხალი გუნდის კონცეფცია იწვევს თითოეული ინდივიდის ერთგულებას – და ეს ადამიანობა,  ერთად წარმატების მიღწევის შესაძლებლობასთან ერთად, „ვიორვაგ ფარმას“ აქცევს ისეთს, როგორც არის.

 

woerwagpharma-interview-795

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არც ისე ადვილია გუნდის კონცეფციის განხორციელება და მისი სიცოცხლით შევსება ეროვნულ და ენობრივ საზღვრებს მიღმა - და მაინც, მიიღება პრაქტიკული გადაწყვეტილებები.

მონიკა ვიორვაგი: ბუნებრივია, კულტურული განსხვავებები დიდი გამოწვევაა. მათი მიღება ყოველთვის ადვილი არ არის – მაგრამ კულტურათაშორისო ინდივიდუალობის პატივისცემა ჩვენი გუნდის კონცეფციის საფუძველია. ამასთან, ჩვენ ძალიან ბევრს ვითხოვთ ჩვენი თანამშრომლებისგან: აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ცვლილების სურვილი. ჩვენი ბრენდის ღირებულებებია ეფექტური საქმიანობა, პასუხისმგებლობა და იდენტიფიკაცია.

 

 

woerwagpharma-interview-875

მარკუს ვიორვაგი: ბოლო წლებში ჩვენი გუნდები სულ უფრო და უფრო იზრდება. არც ისე დიდი ხნის წინ, ქვეყნის მენეჯერი იყო პასუხისმგებელი ხუთ თანამშრომელზე, დღეს კი თითოეული ქვეყნის ორგანიზაციაში შეიძლება 100-ზე მეტი თანამშრომელი იყოს.  აუცილებელია, რომ  ყველა მათგანს ჰქონდეს მაღალი კვალიფიკაცია და მუდმივი სწავლის სურვილი. ჩვენი იერარქიისა და გამჭვირვალე პროცესების წყალობით, ჩვენ წარმატებით ვახერხებთ ყველას ჩართვას – არა მხოლოდ ეროვნულ საზღვრებს, არამედ ადამიანთა გონებრივი საზღვრების მიღმაც.

საერთაშორისო, ანუ შერეული გუნდები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ბევრ კარგი განათლების მქონე ქალს სურს ოჯახისა და სამუშაოს შეთავსება. როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევებს?

 

მონიკა ვიორვაგი: მინდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ ჩვენ უკვე დიდი გზა გავიარეთ. ჩვენს კომპანიაში ბევრი ქალი მუშაობს - როგორც ეს ზოგადად ხდება ჯანდაცვის სექტორში - და ბევრი მათგანი წამყვან პოზიციაზეა. ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ ადამიანზე და მის დამოკიდებულებაზე. მაგალითად, თავიდანვე გვყავდა ძლიერი ქალი ქვეყნის მენეჯერების გუნდი, ქალი ექიმები დოქტორის ხარისხით,  რომელთა უმეტესობა დღესაც ჩვენთან არიან. ისევე როგორც კომპანია, ისინიც განვითარდნენ და ჩვენგან მათ აქტიური მხარდაჭერა აქვთ.  დღესდღეობით, 21 ქვეყნის მენეჯერიდან 12 ქალია.

ბევრი მაღალკვალიფიციური ქალი სხვადასხვა ქვეყნიდან ასევე მუშაობს ჩვენს საერთაშორისო სავაჭრო ნებართვების განყოფილებაში, რომლის ხელმძღვანელიც ქალია.  ჩვენი თანამშრომლების შესაბამის ინდივიდუალურ ძლიერ მხარეებს  გამიზნულად ვიყენებთ შერეულ გუნდებში. ეს ხელს უწყობს თანამშრომლების და კომპანიის წინსვლას.

როგორია კომპანიის მომავალი?

მონიკა ვიორვაგი: უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ და დავრჩებით ოჯახურ კომპანიად! უფრო მეტიც, ჩვენ ვიცით, როგორ ვისარგებლოთ ამ უპირატესობით, რადგან ჩვენი პრაგმატული დამოკიდებულება სანდო პარტნიორებად გვაქცევს. კომპანიის შიგნით გადაწყვეტილების მიღების მოკლე არხები გვაძლევს მოქნილად და სწრაფად რეაგირების საშუალებას. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის გუნდური სულისკვეთება, საუკეთესოს მიღწევის სურვილის საერთო მიზანი, რომელიც შთააგონებს თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურ საქმიანობაში. უკეთესი საწყისი წერტილი ძნელად მოიძებნება.

მარკუს ვიორვაგი: ბუნებრივია, ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ჩვენი ამჟამინდელი ზრდის დინამიკა. დღემდე ეს დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვდა და მომდევნო წლებშიც ასევე იქნება. ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას - მაგრამ გვსურს ზრდა ადამიანთა კუთხით - და ეს ასევე ნიშნავს დასაქმების უზრუნველყოფას. ვინაიდან ჩვენი გუნდები ძალიან მოტივირებულები არიან, ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს.

woerwagpharma-firmenlogo

Marcus Wörwag: Naturally, we want to continue with our current growth dynamic. So far, it has been hard work and will remain so in the coming years as well. We accept this challenge – but we want growth with a human face – and this also means securing employment. Since our teams are highly motivated, we will reach our objectives.