ვიორვაგ ფარმა არის ფარმაცევტული კომპანია თავისი შვილობილი კომპანიებით მსოფლიოში. კომპანია ქმნის და ყიდის ბიოფაქტორულ პრეპარატებს. ბიოფაქტორებია: ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები.
ვიორვაგფარმას პროდუქტების პალიტრა მოიცავს რომელიც რეცეპტურულ, ასევე (OTC) არარეცეპტურულ პროდუქტებსა და საკვებ დანამატებს. პროდუქციის უმრავლესობა, რომელიც ექსკლუზიურად იყიდება აფთიაქებში, გამოიყენება დიაბეტის გართულებების, ისეთების როგორიცაა ნეიროპათია (ნერვის დაზიანება), ასევე კარდიოვასკულური და ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
2019 წელს კომპანიიის გაყიდვების მოცულობამ მსოფლიო მასშტაბით, 35-ზე მეტ ქვეყანაში დასაქმებული 1000-ზე მეტი თანამშრომელის ფონზე, შეადგინა 234 მილიონი ევრო.
ვიორვაგ ფარმა ეს საოჯახო კომპანიაა, რომლის სათავეშიც დგას მონიკა ვიორვაგი, გერჰარდ მაიერი და იოჰენ შლინდვაინი.
კომპანია დააარსა დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა 1971 წელს, შტუტგარტში. ვიორვაგ ფარმას შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ბიობლინგენში.