ვიორვაგ-ფარმა - კომპეტენტურობა ბიოფაქტორების კუთხით

ვიორვაგ ფარმა წარმოადგენს საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიას, რომელსაც ხელმძღვანელობს მონიკა ვიორვაგი და გერჰარდ მაიერი. კომპანია  დააარსა დოქტორმა ფრიც ვიორვაგმა 1971 წელს, შტუტგარტში. ვიორვაგ ფარმას შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ბობლინგენში.

დღესდღეობით, კომპანიას მსოფლიო მასშტაბით, 35-ზე მეტ ქვეყანაში დასაქმებული ყავს 900 თანამშრომელი. კომპანია აწარმოებს და ყიდის ბიოფაქტორულ პრეპარატებს. ბიოფაქტორებს მიეკუთვნება: ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები. ვიორვაგ ფარმას პროდუქტების პალიტრა მოიცავს როგორც რეცეპტურულ პრეპარატებს,  ასევე არარეცეპტურულ (OTC) პროდუქტებსა და საკვებ დანამატებს.

ექსკლუზიურად აფთიაქისათვის განკუთვნილი პროდუქტების დიდი ნაწილი გამოიყენება დიაბეტის თანმდევი  დაავადებების (ისეთები როგორიცაა ნეიროპათია, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები) სამკურნალოდ. ვიორვაგ ფარმას ბრუნვამ 2018 წელს შეადგინა 211 მილიონი ევრო.

ისტორია

ყველაფერი დაიწყო 1965 წელს, შტუტგარტის საქალაქო აფთიაქით, რომელიც კვლავ ჩვენს კომპანიას ეკუთვნის და ჩვენი ხედვის  არსებითი ნაწილია. მას შემდეგ, ბაზარზე წარმატებული წამოწყებების წყალობით, ჩვენ უკვე 35-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი.

მსოფლიო მასშტაბით, კომპანიის თანამშრომლები ჩვენს ფილიალებსა და გაყიდვების ოფისებში, წარმოადგენენ ვიორვაგ ფარმას მარკას. ამასთანავე, ჩვენი წარმომავლობა ყოველთვის მნიშვნელოვან ორიენტირად რჩება. ჩვენ მიჯაჭვული ვართ ჩვენს საწყისებთან, რაც გვჭირდება იმისათვის, რომ ვიყოთ ღია ახალი იდეებისათვის და ამით შევქმნათ ჩვენი მომავალი.

ჩვენი ხედვა

მომხმარებლების საჭიროებებთან უფრო ახლოს ყოფნა. ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა. ასე ჩვენ შევძლებთ მათ უკეთ გაგებას და უკეთ დახმარებას.

ჩვენი ღირებულებები

პასუხისმგებლობის, შემოქმედებითობის  და იდენტიფიკაციის მხარდაჭერა.

  • პასუხისმგებლობა: მხოლოდ სიტყვა არ არის, არამედ ცოცხალი მოთხოვნაა ძლიერი ფესვებით.
  • შესრულება: მიზანი არის შემოსავლიანი ზრდა . საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენის შესაბამისად.
  • იდენტიფიკაცია: ადვილია იდენტიფიცირება ისეთ რამეზე, რაშიც შენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანე. კოოპერატიული, ღირებულებების დამფასებელი და მოტივირებული.

ჩვენი მდებარეობები

woerwagpharma-map

ჩვენ უკვე წარმატებით ვაწარმოებთ ბიზნესს 35-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გაფართოება, უპირველეს ყოვლისა, აზიასა და ლათინურ ამერიკაში. ჩვენ ამას გავაკეთებთ ეკონომიკური მიზეზებით - და ჩვენს შვაბიურ მიწაზე მყარად დგომით.

წაიკითხე მეტი