პარტნიორი/თანამშრომლობა

თანამშრომლობა  ჩვენთან

ვიორვაგ ფარმა არის საშუალო ზომის ოჯახური ბიზნესი, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ბიობლინგენში და წარმოდგენილია აღმოსვლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში.
ჩვენ სპეციალიზირებული ვართ ნატურალურ სამკურნალო საშუალებებზე, განსაკუთრებით ვიტამინებზე, მინერალებზე და სასიცოცხლო ელემენტებზე, მათ შორის მცენარეულ ინგრედიენტებზე. ჩვენ ფოკუსირებული ვართ პროდუქციაზე, რომელსაც გააჩნია მეცნიერული მტკიცებულებები დიაბეტისა და მისი გართულებების, ნევროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე ჯანმრთელი იმუნური სისტემის, ძვლოვანი სისტემის, კუნთებისა და სახსრების გაძლიერების, ქალთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
ჩვენი კომპანიის 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური და დიდი ხნის სტაჟის მქონე თანამშრომელი, ხვდება ექიმებს და ფარმაცევტებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ძირითადად ოჯახის ექიმებს, ნევროლოგებს, ენდოკრინოლოგებს, რევმატოლოგებს, თერაპევტებს, კარდიოლოგებს და გინეკოლოგებს.


ჩვენი შეთავაზება პარტნიორებს

  • მრავალმხრივი გამოცდილება მედიცინისა და მარკეტინგის სფეროში,ასევე ცხოვრების სტილთან დაკავშირებული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების გაყიდვის სფეროში.
  • პირდაპირი კავშირი ექიმებთან და ფარმაცევტებთან გერმანიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში, ასევე აზიასა და ლათინური ამერიკაში. 
  • ძლიერი საერთაშორისო ქსელი და მყარი პარტნიორობა KOL-ებთან.
  • პარტნიორობის ინდივიდუალური სტილი.


 რატომ შეიძლება დაგაინტერესოთ ვიორვაგ ფარმასთან თანამშრომლობამ?

  • ლიცენზირება/გაყიდვები:თუკი თქვენ ეძებთ ძლიერ პარტნიორს თქვენი პროდუქტების წინსვლისა და მარკეტინგისთვის, განსაკუთრებით ზემოთ ჩამოთვლილ თერაპიულ სფეროებში.
  • შენაძენი: თუ  ეძებთ ხანგრძლივი ოჯახური ბიზნესის ისტორიის მქონე ინვესტორს და სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც გააჩნია მყარი ღირებულებები და ზრდის დიდი გამოცდილება. 
  • ერთობლივი განვითარება : თუ გსურთ ისარგებლოთ ჩვენი გამოცდილებით განვითარებასა და ეთიკურ მარკეტინგში, ნატურალური სამკურნალო საშუალებების სფეროში.                                      

მოუთმენლად  ველით თქვენთან დიალოგის დაწყებას პარტნიორობის თაობაზე!
partnering(at)woerwagpharma.com